Jump to content

Bloomberg: Bitcoin-ი დიდი აღმასვლისთვის ემზადება


Recommended Posts

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემლობა Bloomberg-მა წარადგინა ანგარიში Bitcoin-ის ეკოსისტემის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად ანს, რომ პირველ კრიპტოვალუტას 2017 წლის მდგომარეობის შემდეგ დიდი აღმავლობა ელის.  

ანგარიშის ავტორების აზრი საფონდო ბირჟებზე მმდინარე ვარდნა დროებით აისახება Bitcoin-ზე. საბოლოო ჯამში კი შედეგი იმ მოვლენის მსგავსი იქნება, რაც დაფისირდა ოქროსთან მიმართებაში 2008 წლის ფინანსური კრიზისი შემდეგ. 

image.png 

2009 წელს შექმნილი კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ ითვლება მაღალი რისკის მატარებელ და არასტაბილურ აქტივად, თუმცა სხვა საბაზრო ინსტრუმენტებთან შედარებით მიმდინარე წელს კარგ შედეგებს აფიქსირებს. 

2020 წელს, როდესაც მსოფლიო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მოიცვა, ხელისუფლება კი ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით უზარმაზარი რაოდენობის ქაღალდის ფულს ბეჭდავს, Bitcoin-ს ელის გადამწყვეტი გამოცდა - იქცეს ოქროს მსგავს კვაზი-ვალუტად. მკვლევარების აზრით იგი ამ პროცესს წარმატებით გაუმკლავდება. 

Bitcoin-ი და ოქრო სხვებზე მეტად მოიგებენ უპრეცედენტო მონეტარული სტიმულისგან, რომელიც თან ახლავს საფონდო ბირჟების კრახს“ - ნათქვამია ანგარიშში. 

Bitcoin-ფიუჩერსების გამოჩენამ 2017 წლის ხარული აღმასვლა შეამცირა, თუმცა ღია პოზიციების მოცულობის ზრდა, კლებადი არასტაბილურობა და შედარებითი დინამიკა, რომელიც საფონდო ბირჟების ვარდნის ფონზე შეინიშნება, იმაზე მიგვითითებს, რომ Bitcoin-ი შედის სიმწიფის ეტაპში და ხდება ოქროს ციფრული ვერსია და არა აქტივი სპეკულაციებისთვის. 

ანგარიშის ავტორები ელიან, რომ Bitcoin-ის არასტაბილურობის დონე დაიწევს და ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შენიშვნა: ისტორიულად, არასტაბილურობის ყველაზე დაბალი დონე, რომელიც დაფიქსირდა 2015 წლის ოქტომბერში, წინ უძღოდა ხარული აღმავლობის დასაწყისს, რომლის კულმინაციისას კრიპტოვალუტის ფასმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს 2017 წლის დეკემბერში. 

image.png 

Bitcoin-ის ფასი მკვეთრად გაიზარდა 7,750 დოლარამდე, რამა 13 მარტის მინიმუმის 100%-იანი ზრდა შეადგინა. ამ ზრდას წინ უძღოდა ქსელის აქტივობის ზრდა, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ბაზარზე ახალი ინვესტორები შემოდიან. 

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.