Jump to content

IDC: კორონავირუსისგან IT-ბაზრის ყველა სეგმენტი დაზარალდება


Recommended Posts

ანალიტიკური კომპანიები აგრძელებენ პროგნოზირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზართან დაკავშირებით. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების ზრდაა, რომელმაც დიდი ზიანი მიაენა სხვადასხვა წარმოებას. 

 image.jpeg

უახლესი სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ მთელ მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დაახლოებით 2.6 მილიონია. რეგისტრირებულია უკვე თითქმის 180 აასზე მეტი ლეტალური შემთხვევა. 

კომპანია IDC პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს პანდემიის ნეგატიური ეფექტი ინფორმაციული ტექნოლოგიების გლობალური ბაზრის ფაქტობრივად ყველა სეგმენტზე აისახება. გარკვეული სახის წარმოება დაზარალდება უფრო მეტად, ნაწილი კი - ნაკლებად. 

დანახარჯების ყველაზე დიდი შემცირება მოსალოდნელია სამგზავრო გადაზიდვების სფეროში, პერსონალურ და სამომხმარებლო სერვისებში. ამ სფეროებში შემოსავლის შემცირება წლიური გამოთვლებით 5% და მეტი იქნება. 

IT-ინდუსტრიის სფეროში მოსალოდნელია 3%-იანი ვარდნა. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სფეროში არსებული დანახარჯები დაახლოებით 400 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, დანაკარგები მეტად თვალშისაცემი იქნება. 

 image.jpeg

ამავდროულად, კომპანიების თანამშრომლების დისტანციურ სამუშაოზე გადაყვანის და მოქალაქეების თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღების გათვალისწინებით IT ბაზრის გარკვეულ სეგმენტებში ზრდა დაფიქსირდება. ეს ეხება ტელეკომუნიკაციებს, პროფესიულ მომსახურებებს, სახელმწიფო ელექტრონულ სერვისებს. 

ზოგადად, გლობალური IT ბაზარი 2020 წელს 2,7% -ით შემცირდება პანდემიამდე მოსალოდნელი 5.1%-იანი ზრდის ნაცვლად. 

 spacer.png

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.