Magdalena Posted April 18, 2020 Share Posted April 18, 2020 კომპანია ASUS-მა გამოუშვა მონიტორი ProArt PA278QV პროფესიონალი მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავებით. მონიტორს აქვს IPS-ეკრანი ზომით 27 დუიმი დიაგონალზე. უჩარჩოო დისპლეის გაფართოებაა WQHD (2560 × 1440 პიქსელი). სიკაშკაშის მაჩვენებელია 350 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1000:1, დინამიური კონტრასტულობა — 100 000 000:1. პანელის რეაქციის დრო 5 მილიწამია, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. მონიტორს აქვს 100%-იანი sRGB და Rec.709 ფერთა გამა, ასევე ქარხნული Delta E <2. გარდა ამისა, მოწყობილობა გადის გამოცდების მთელ სერიას, რომლის ფარგლებში მოწმდება ფერთა გადასვლის დინამიურობა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოსახულებასთან პროფესიონალური მუშაობისას. რეალიზებულია ფუნქცია ProArt Preset: იგი საშუალებას იძლევა მომენტალურად მოხდეს გადართვა პარამეტრების გათვალისწინებულ პროფილებს შორის, რომლებიც ადაპტირებულია სხვადასხვა ამოცანაზე: ფერის კორექციაზე, ვიდეო მონტაჟზე ან ფოტოების რედაქტირებაზე. გარდა ამისა, ნახსენებია ინსტრუმენტი ProArt Palette, რომელიც განკუთვნილია მონიტორის პარამეტრების მომართვისთვის და მოიცავს შეფერილობების, ფერის ტემპერატურისა და ფერთა გამის არჩევანს. მონიტორს აქვს ორვატიანი სტერეოდინამიკები, ინტერფეისები DisplayPort 1.2, Mini DisplayPort 1.2, HDMI v1.4, DVI და ოთხპორტიანი USB 3.0 Type-A ჰაბი. ახალი მონიტორი უკვე იყიდება, ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/1008705 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.