Jump to content

ASUS ProArt PA278QV: პროფესიონალური მონიტორი IPS-ეკრანით


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა გამოუშვა მონიტორი ProArt PA278QV პროფესიონალი მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავებით. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს IPS-ეკრანი ზომით 27 დუიმი დიაგონალზე. უჩარჩოო დისპლეის გაფართოებაა WQHD (2560 × 1440 პიქსელი). სიკაშკაშის მაჩვენებელია 350 კდ/2, კონტრასტულობა - 1000:1, დინამიური კონტრასტულობა — 100 000 000:1. პანელის რექციის დრო 5 მილიწამია, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენ 178 გრადუსს. 

მონიტორს აქვს 100%-იანი sRGB და Rec.709 ფერთა გამა, ასევე ქარხნული Delta E <2. გარდა ამისა, მოწყობილობა გადის გამოცდების მთელ სერიას, რომლის ფარგლებში მოწმდება ფერთა გადასვლის დინამიურობა, რაც უკიდურესად მიშვნელოვანია გამოსახულებასთან პროფესიონალური მუშაობისას. 

image.jpeg 

რეალიზებულია ფუნქცია ProArt Preset: იგი საშუალებას იძლევა მომენტალურად მოხდეს გადართვა პარამეტრების გათვალისწინებულ პროფილებს შორის, რომლებიც ადაპტირებულია სხვადახვა ამოცანაზე: ფერის კორექციაზე, ვიდეო მონტაჟზე ან ფოტოების რედაქტირებაზე. გარდა ამისა, ნახსენებია ინსტრუმენტი ProArt Palette, რომელიც განკუთვნილია მონიტორის პარამეტრების მომართვისთვის და მოიცავს შეფერილობების, ფერის ტემპერატურისა და ფერთა გამის არჩევანს. 

მონიტორს აქვს ორვატიანი სტერეოდინამიკები, ინტერფეისები DisplayPort 1.2, Mini DisplayPort 1.2, HDMI v1.4, DVI და ოთხპორტიანი  USB 3.0 Type-A ჰაბი. 

ახალი მონიტორი უკვე იყიდება, ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.