Jump to content

პროექტი Libra უარს ამბობს გლობალური ციფრული ვალუტის ორიგინალურ კონცეფციაზე


Recommended Posts

Facebook-ის ციფრული ვალუტის პროექტმა Libra-მ ცვლილებები განიცადა -  უარი თქვა ერთიანი გლობალური ციფრული ვალუტის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ეროვნული ფიატური ვალუტების კალათით. 

პროექტის განახლებულ white paper-ში ნათქვამია, რომ Libra Association გეგმავს შეიმუშავოს რამდენიმე Stablecoin-ი, თითოეული მათგანი კი დაკავშირებული იქნება სხვადასხვა ფიატურ ვალუტასთან: აშშ დოლართან, ბრიტანულ ფუნტსა და სინგაპურულ დოლართან. 

image.jpeg 

„თითოეული Stablecoin-ი უზრუნველყოფილი იქნება რეზერვებით, რომელიც შემდგარი იქნება ნაღდი ფულით ან მათი მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ეკვივალენტით, რომლებიც გამოშვებული იქნება მითითებულ ვალუტაში“ - ნათქვამია დოკუმენტში. 

ახალი მოდელი შეზღუდავს Libra-ს მოქნილობას, თუმცა სავარაუდოდ იგი შეძლებს კონსენსუსის გამონახვას მარეგულირებელ ორგანოებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ პროექტი საფრთხეს უქმნის მსოფლიო ფინანსური სისტემის სტაბილურობას და ამი გამო მისი ამოქმედება დაუშვებელია. 

Libra-ს წარმომადგენლები კვლავ გულმოდგინედ ირწმუნებიან, რომ პროექტი მიმდინარე წელსვე ამოქმედდება. 

გარდა ამისა, Libra Association-ის ვიცე-თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ დაიწყო შვეიცარიული ფინანსური მარეგულირებელი FINMA-ს ლიცენზიის მიღების პროცესი. მისი მიღებით შესაძლებელი გახდება უარის თქმა ფულად-საკრედიტო და საბანკო მომსახურებების მიღებაზე. 

Libra Association ასევე გეგმავს დარეგისტრირდეს აშშ-ის ფინანსთა სამინიტროს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს (FinCEN) ფინანსური სერვისების პროვაიდერად. ეს პირველი ნაბიჯი იქნება შეერთებულ შტატებში ვალუტის გაცვლისა და ფულადი გზავნილების მომსახურების შეთავაზების დასაწყებად. 

გარკვეული ცვლილებები განიცადა პროექტის ტექნოლოგიურმა ნაწილმაც. მაგალითად, whitepaper-დან გაქრა Libra-ს ქსელთან შეუზღუდავი წვდომის მითითებები. ადრე მიიჩნეოდა, განვითარების მიზნით Libra-ს ქსელს დაემატებოდა ახალი დეცენტრალიზებული მახასიათებლები, თუმცა ახალ მოდელში ფუნქციონირებადი ნოუდები ერთმანეთისთვის ცნობილი უნდა იყოს. 

ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ Libra Association-ის პარტნიორები განიხილავდნენ პროექტის რეორგანიზაციას საგადახდო ქსელად, რომელსაც უნდა უზრუნველეყო სხვადასხვა მონეტასთან მუშაობა. Facebook-ის პრეს-სამსახურმა ეს ცნობა უარყო, თუმცა როგორც ჩანს ეს იყო იმ გეგმის განსხვავებული ინტერპრეტაცია, რომელიც ამჟამად იქნა წარმოდგენილი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.