Jump to content

HP ZBook Studio და ZBook Create: თხელი მობილური კომპიუტერები Quadro/GeForce RTX-ითა და Comet Lake-H-ით


Recommended Posts

კომპანია HP-მ განაახლა ZBook ლეპტოპების სერია და წარადგინა მოდელები ZBook Studio და ZBook Create. ახალ ლეპტოპებს კომპანია მიიჩნევს ხელოვანი ადამიანებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებად, რომლებიც მუშაობენ გრაფიკაზე, ფოტოებზე, ვიდეოებსა და ა.შ. 

image.jpeg 

ZBook Studio და Create მოდელები ერთმანეთისგან მხოლოდ ვიდეო დაფებით განსხვავდება. ZBook Studio-ს აქვს NVIDIA Quadro სერიის სხვადასხვა პროფესიონალური ამაჩქარებლები ფლაგმანურ Quadro RTX 5000-მდე. ZBook Create კი წარმოდგენილია NVIDIA GeForce ვიდეო დაფებით ფლაგმანურ GeForce RTX 2080 Super-მდე. ლეპტოპების სხვა მახასიათებლები იდენტურია. 

image.jpeg 

ZBook-ის ორივე ვარიანტს თხელჩარჩოიანი 15.6-დუიმიანი დისპლეი აქვს. დისპლეი აგებული იქნება OLED ან IPS პანელზე, მაქსიმალური გაფართოებაა 4K-მდე (3840 × 2160 პიქსელი), მაქსიმალური სიკაშკაშე კი 1000 კდ/მ2. მოწყობილობებს ექნება 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. 

image.jpeg 

 

ცენტრალური პროცესორის სახით ZBook-ში წარმოდგენილი იქნება Intel-ის სხვადასხვა ჩიპი Comet Lake-H და Intel Xeon თაობიდან. გაგრილებას უზრუნველყოფს გაგრილების სისტემა ამაორთქლებელი კამერით. კომპანია არ აკონკრეტებს ახალი ლეპტოპების ოპერატიული და შიდა მეხსიერების მოცულობას. ნახსენებია მხოლოდ სწრაფი PCIe SSD. 

image.jpeg 

ლეპტოპებს ალუმინის კორპუს აქვთ, რომლის ზომაა 354 × 234,6 × 17,5 მმ. კომპანია აღნიშნავს, რომ ახალი ZBook-ები ყველაზე მაღალი წარმადობის მობილური კომპიუტერებია კორპუსის ზომის გათვალისწინებით. მოწყობილობების ავტონომიური მუშაობის დრო 17.5 საათამდეა. 

image.jpeg 

HP ZBook Studio და ZBook Create ლეპტოპები მიმდინარე წლის აგვისტოდან გაიყიდება, მათი ფასი მოგვიანებით დასახელდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.