Jump to content

TSMC იძულებულია 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ათვისება კორონავირუსის გამო ნახევარი წლით გადადოს


Recommended Posts

ტაივანური საინფორმაციო წყაროების ცნობით კომპანია TSMC-მა დაიწყო 5-ნანომეტრიანი ნახევრადგამტარი პროდუქციის სერიული წარმოება. კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა ვერ იქონია ხსენებული ტექნოლოგიის დანერგვაზე, თუმცა ვიარება სხვაგვარია 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან დაკავშირებით. 

image.jpeg 

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ TSMC სატესტო 3-ნანომეტრიან ჩიპების წარმოება ხი თვით გადადებდა. ახალი ინფორმაციის თანახმად კი წარმოება ულ მცირე ექვსი თვით მაინც შეფერხდება,  რაც გამოწვეულია აუცილებელი საწარმოო კვანძების მიწოდებაში არსებული სირთულეებითა და არსებული აღჭურვილობის დამონტაჟებით. საბოლოოდ, მოსალოდნელია, რომ პირველი 3-ნანომეტრიანი საწარმოო ხაზის გამოშვება ქარხანა Fab 18-ში მიმდინარე წლის დეკემბრამდე ვერ მოხერხდება, 3-ნანომეტრიანი ჩიპების სერიული წარმოება კი დაიწყება 2022 წლიდან. 

ქარხანა Fab 18-ში აგრეთვე განავსებულია 5-ნანომეტრიანი საწარმოო ხაზი. მისთვის საჭირო აღჭურვილობის მოწყობა კორონავირუსულ კრიზისამდე დიდი ხნით ადრე დასრულდა, ასე რომ მასობრივი წარმოება არ გადაიდო. TSMC-ს ხელი შეუწყო ტაივანის ხელისუფლების განკარგულებების დაცვამ, რომელმაც მკაცრი ზომები მიიღო მოსახლეობის COVID-19-ით მასიურად დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად. შედეგად წარმოება თითქმის არ დაზარალდა. 

image.jpeg 

TSMC-ის ქარხანა Fab 18 

ცნობილია, რომ ამჟამად 5-ნანომეტრიანი ხაზი სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა დაზუსტებული არ არის რამხელაა ლიურად გამოშვებული პროდუქციის მოცულობა. როგორც წესი, ახალი ტექნოპროცესის მიხედვით წარმოების დაწყების შემდეგ საჭიროა დრო ტექნოლოგიის ოპტიმიზაციისა და პროდუქციის წლიური მოცულობის გაზრდისათვის. ამ შემთხვევაში გამოყენებულია EUV, Extreme ultra violet ლითოგრაფია - ტექნოლოგია, რომელიც ჯერ ისე კარგად გამართული არ არის, როგორც წინა DUV, Deep ultra violet ლითოგრაფია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.