Magdalena Posted April 11, 2020 Share Posted April 11, 2020 კომპანია ASUS-მა დააანონსა ახალი ვიდეოადაპტერი GeForce GT 710, რომელიც განკუთვნილია მრავალმონიტორიანი კონფიგურაციებისთვის. GT710-4H-SL-2GD5 მოდელს აქვს 192 CUDA ბირთვი. GDDR5 ტიპის მეხსიერების მოცულობა (5012 მჰც) 2 გიგაბაიტს შეადგენს. ჩიპის სიხშირეა 954 მჰც. ვიდეოადაპტერი ერთსლოტიანია. გამოყენებულია პასიური გაგრილების სისტემა რადიატორის ბაზაზე, რისი წყალობით დაფა აბსოლუტურად უხმაუროდ მუშაობს. ვიდეო დაფას ოთხი HDMI პორტი აქვს. ერთ მონიტორთან დაკავშირებისას შესაძლებელია გამოსახულების ფორმირება 3840 × 2160 პიქსელი გაფართოებითა და 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ორი ან მეტი დისპლეის გამოყენებისას კადრის განახლების სიხშირე 30 ჰერცამდე მცირდება. სტაბილურ მუშაობაში ადაპტერს ხელს უწყობს ექსკლუზიური ტექნოლოგია Auto-Extreme, რომელშიც მოიაზრება წარმოების 100%-ით ავტომატიზებული პროცესი. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ხარისხის შემოწმების 144-საათიანი პროგრამა: ტესტები საიმედო მუშაობის გარანტიას იძლევა. ვიდეო ადაპტერის ფასი ამ ეტაპზე უცნობია. https://3dnews.ru/1007995 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.