Jump to content

ASUS უშვებს GeForce GT 710-ს - ახალ ვიდეო დაფას NVIDIA Kepler ჩიპზე


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა დააანონსა ახალი ვიდეოადაპტერი GeForce GT 710, რომელიც განკუთვნილია მრავალმონიტორიანი კონფიგურაციებისთვის. 

image.jpeg 

GT710-4H-SL-2GD5 მოდელს აქვს 192 CUDA ბირთვი. GDDR5 ტიპის მეხსიერების მოცულობა (5012 მჰც) 2 გიგაბაიტს შეადგენს. ჩიპის სიხშირეა 954 მჰც. 

ვიდეოადაპტერი ერთსლოტიანია. გამოყენებულია პასიური გაგრილების სისტემა რადიატორის ბაზაზე, რისი წყალობით დაფა აბსოლუტურად უხმაუროდ მუშაობს. 

image.jpeg 

ვიდეო დაფას ოთხი HDMI პორტი აქვს. ერთ მონიტორთან დაკავშირებისას შესაძლებელია გამოსახულების ფორმირება 3840×2160 პიქსელი გაფართოებითა და 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ორი ან მეტი დისპლეის გამოყენებისას კადრის განახლების სიხშირე 30 ჰერცამდე მცირდება. 

image.jpeg 

სტაბილურ მუშაობაში ადაპტერს ხელს უწყობს ექსკლუზიური ტექნოლოგია Auto-Extreme, რომელშიც მოიაზრება წარმოების 100%-ით ავტომატიზებული პროცესი. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ხარისხის შემოწმების 144-საათიანი პროგრამა: ტესტები საიმედო მუშაობის გარანტიას იძლევა. 

ვიდეო ადაპტერის ფასი ამ ეტაპზე უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.