Jump to content

Huawei Smart Screen X65: ტელევიზორი OLED ეკრანით, მოძრავი კამერითა და 14 დინამიკით


Recommended Posts

კომპანია Huawei-მ დაპირების თანახმად დააანონსა ფლაგმანური ტელევიზორი Smart Screen X65, რომელზეც წინასწარი შეკვეთების მიება უკვე დაწყებულია, ფაქტობრივი მიწოდება კი დაიწყება 26 აპრილიდან. 

image.jpeg 

ტელევიზორს 65-დუიმიანი 4K OLED დისპლეი აქვს გაფართოებით 3840 × 2160 პიქსელი. მხარდაჭერილია 98 %-იანი NTSC ფერთა გამა. კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცია, მაქსიმალური სიკაშკაშე კი - 950 კდ/მ2. ხედვის კუხე ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს. 

image.jpeg 

პანელს HDR10-ის მხარდაჭერა აქვს და TÜV Rheinland სერტიფიკაცია - ეს გახლავთ მსოფლიოში  ერთ-ერთი აღიარებული სტანდარტიზაციის ინსტიტუტი, რომელმაც შეიმუშავა მელი რიგი ტესტები, რომლებითაც იზომება ლურჯი განათების გამოსხივება და დისპლეის ციმციმის სიხშირე. 

ტელევიზორი აღჭურვილია მოძრავი, ულტრაფართოკუთხიანი 24-მეგაპიქსელიანი კამერით. მას შეუძლია ამოიცნოს მომხმარებლის გადაადგილება, რის ხარჯზეც ხდება ჟესტებით მართვის სისტემა Air Gesture Control-ის რეალიზება. 

image.jpeg 

მოწყობილობის კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია 75 ვატი ჯამური სიმძლავრის მაღალხარისხიანი აუდიოსისტემა. მასში გაერთიანებულია 14 დინამიკი, რომლებიც ახდენენ მოცულობითი ხმის ფორმირებას. სისტემას შეუძია ადაპტირდეს შენობის კონფიგურაციასთან - ახდენს მის სკანირებას ხმოვანი ტალღების მეშვეობით. 

image.jpeg 

ტელევიზორს აქვს სპეციალიზებული ოთხბირთვიანი ჩიპი Honghu 898 გრაფიკული ამაჩქარებლით - Mali-G51MP4 GPU. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 6 გიგაბაიტს, ფლეშ-მოდულის მოცულობა კი არის 128 გბ. 

image.jpeg 

ტელევიზორის არსენალშია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 LE უსადენო კავშირების ადაპტერები, ოთხი პორტი HDMI 2.0, S/PDIF ინტერფეისი, ორი პორტი USB 3.0 და ქსელური პორტი Gigabit Ethernet. 

Huawei Smart Screen X65 პანელის მიახლოებითი ფასი 3500 აშშ დოლარია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.