Magdalena Posted April 6, 2020 Share Posted April 6, 2020 საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ კორონავირუსის პანდემია დააჩქარებს ონლაინ-გადახდების გავრცელებასა და აქტუალურს გახდის ეროვნულ ციფრულ ვალუტებთაბ დაკავშირებულ საკითხებს. BIS-ის ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ COVID-19 ცვლის ფართო საზოგადოების დამოკიდებულებას ნაღდი ფულის მიმართ მიუხედავად სამეცნიერო საზოგადოებაში არსებული მოსაზრებისა, რომ ბანკნოტების მეშვეობით ვირუსის გადაცემა ნაკლებ სარწმუნოა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დასაწყისისთვის ქვეყნებს შეუძლიათ გააფართოვონ ციფრული საანგარიშსწორებო ინფრასტრუქტურა ონლაინ, მობილური და უკონტაქტო ოპერაციების მოცულობის გაზრდით. თუმცა, ციფრული ვალუტების მასობრივმა დანერგვამ შესაძლოა მეტად სერიოზული გავლენა იქონიოს ხანდაზმული ასაკის მილიონობით მოსახლეზე, აგრეთვე იმ პირებზე, ვინც მოწყვეტილია საბანკო სისტემებს. „თუკი შეწყდება ნაღდი ფულის, როგორც საანგარიშსწორებო რესურსის, გამოყენება, ამან შესაძლოა საზოგადოება შუაზე გაყოს - ერთ ნაწილად, რომელსაც აქვს წვდომა ციფრულ გადახდებზე და მეორე მხარედ, რომელსაც ამგვარი სახის წვდომა არ გააჩნია“ - აცხადებენ მკვლევარები. ორგანიზაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ CBDC-ს შეუძლია დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნები ციფრული ანგარიშსწორების კუთხით. თუმცა ცენტრალურ ბანკებს მოუწევთ ადაპტირდნენ ამჟამად არსებულ სიტუაციაზე, გახადონ საგადახდო ოპერაციები უკონტაქტო და თანაც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. https://forklog.com/bis-koronavirus-podtolknet-tsentrobanki-k-sozdaniyu-natsionalnyh-tsifrovyh-valyut/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.