Magdalena Posted April 4, 2020 Share Posted April 4, 2020 ამჟამად ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. მომხმარებლებს შეუძლიათ იმუშაონ, დაინახონ ახლობლები და მეგობრები, დაესწრონ ვირტუალურ ღონისძიებებს სახლიდან გაუვლელად. ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალური გახდა კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული დაძაბული ვითარების დროს. კომპანია Facebook-მა გამოუშვა ტექსტური შეტყობინებებისა და ვიდეოზარების გაცვლის აპლიკაცია Messenger-ის ვერსია დესკტოპ სისტემებისთვის. არსებობს უამრავი სერვისი და აპლიკაცია, რომელიც შეტყობინებების გაცვლისა და ვიდეოზარების განხორციელების საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია Facebook Messenger, რომელიც გამოიყენებოდა ვებ-ბრაუზერებსა და მობილურ მოწყობილობებში. ამჟამად Facebook-ის დეველოპერებმა გამოუშვეს ოფიციალური კლიენტი კომპიუტერებისთვის, რომლებიც მუშაობენ Windows ან macOS ოპერაციულ სისტემებზე. Messenger-ის დესკტოპ კლიენტი მომხმარებელს უზრუნველყოფს კომფორტული კომუნიკაციისთვის აუცილებელი ყველა ფუნქციით, რომელთა შორისაა ტექსტური შეტყობინებებისა და ვიდეოზარების გაცვლა. მხარდაჭერილი იქნება notification-ები, სტიკერები, emoji-ები, GIF-ფაილები, აგრეთვე ჩატის სინქრონიზაცია მომხმარებლის სხვადასხვა მოწყობილობაზე. ხელმისაწვდომია ინტეგრირებული dark mode, რომელიც ღამით თვალებზე დატვირთვას ამცირებს. თუკი ვებ-ვერსიაზე მეტად უპირატესობას სრულფასოვანი აპლიკაციის გამოყენებას ანიჭებთ, Facebook Messenger-ის დესკტოპ კლიენტი აუცილებლად დაგაინტერესებთ. იგი ჩამოტვირთვისთვის უკვე ხელმისაწვდომია Microsoft Store-სა და Mac App Store-ში. https://3dnews.ru/1007418 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted April 4, 2020 Share Posted April 4, 2020 კარგია მაგრამ ბევრი რამეა დასახვეწი. მაგალითად მინიმაიზ თრეიში არ აქვს. უნდა მიპინო ტასკბარზე ან სტარტში იმისათვის, რომ გამოიძახო. ვერ ადებ პაროლს აპლიკაციას გაშვებაზე (ავტოლოქ არ აქვს) რაც სრული აბსურდია. უბრალოდ შეეძლოთ ენახათ viber, whatsupp, tekegram მერე რომ რ ფიქსონ და ამატონ ეს ყველაფერი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.