Magdalena Posted March 27, 2020 Share Posted March 27, 2020 გეიმინგ-სმარტფონები ბევრისთვის საკმაოდ საკამათო მოწყობილობებს წარმოადგენს, თუმცა სულ უფრო მეტ მწარმოებელ კომპანიას სურს ასორტიმენტში ჰქონდეს მსგავსი გადაწყვეტილება. სულ მალე ამგვარი სმარტფონი გამოჩნდება Lenovo-ს არსენალში და მისი სახელი იქნება Legion. ჩინურმა კომპანიამ უკვე დააანონსა სიახლე და ცნობილია მისი გარკვეული მახასიათებლები. რესურსი Pricebaba Daily გვაცნობებს, რომ ჩინეთის პატენტების მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინა ჩანაწერები ახალი Lenovo Legion-ის შესახებ. მოცემულ ჩანაწერს თანდართული ჰქონდა მოწყობილობის ფოტოებიც, რომლის თანახმად ცნობილი ხდება, რომ სმარტონი წარმოდგენილი იქნება შავ-წითელ ფერებში. როგორც ვხედავთ, მოწყობილობის უკანა პანელი წარმოდგენილია საკმაოდ აგრესიულ სტილში და შუა ნაწილში აქვს წარწერა Legion. ყურადღებას იპყრობს სიტყვა “Cool”, რომელიც მაღალი წარმადობის მქონე გაგრილების სისტემაზე მიუთითებს. თავად Lenovo-ს განცხადების თანახმად სისტემამ უნდა უზრუნველყოს გაგრილება კონკურენტების მოწყობილობებზე უკეთ. მონაცემებში ნახსენებია ბატარეის მოცულობა 5050 მა/სთ და Snapdragon 855 პროცესორი, თუმცა Lenovo-მ დაადასტურა, რომ ახალ სმარტფონს ექნება უფრო მძლავრი Snapdragon 865. როგორც ჩანს, სმარტფონის გამოსვლა უფრო ადრე იყო დაგეგმილი და ეყრდნობოდა გასული წლის ფლაგმანურ პლატფორმას. სმარტფონ Lenovo Legion-ის კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი გახლავთ ორი USB Type-C პორტი. ერთ-ერთი მათგანი განთავსდება სტანდარტულ ადგილას - კორპუსის ქვედა ნაწილში, მეორე კი - გვერდით მხარეს. ორი პორტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სმარტფონი დაიმუხტოს თამაშის პროცესშიც - მაშინაც კი, როდესაც მასზე რაიმე სახის გეიმინგ-აქსესუარი იქნება მიერთებული. https://3dnews.ru/1006892 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.