Jump to content
Magdalena

CFTC-მა განმარტება შეიტანა კრიპტოვალუტების მყიდველამდე მიწოდების განსაზღვრებაში

Recommended Posts

image.jpeg

შეერთებული შტატების კომისიამ CFTC ერთხმად დაამტკიცა საბოლოო სახელმძღვანელო მითითება კონტრაგენტის ან სავაჭრო პლატფორმის მიერ მოწოდებული ციფრული აქტივების ფაქტობრივი მიწოდების დადგენილები შესახებ. 

მარეგლირებელმა ორგანომ დაასახელა ორი მთავარი ფაქტორი, რომლებიც ასახავს ფაქტობრივ მიწოდებას ”საცალო სასაქონლო ოპერაციებით ციფრული ვალუტების გამოყენებით”. 

პირველი - ეს გახლავთ მყიდველი, რომელსაც უზრუნველყოფილი აქვს: 

„საქონლის მთლიანი მოცულობის ფლობა და კონტროლი მიუხედავად იმისა, შეძენილ იქნა იგი საკრდიტო ბერკეტისა თუ დაფინანსების სხვა მექანიზმის გამოყენებით; 

საქონლის მთლიანი მოცულობის თავისუფლად გამოყენება ვაჭრობაში (გარიგების შესრულების რაიმე კონკრეტული ადგილის გარეთ) გარიგების თარიღიდან 28 დღის ვადაში და მის შემდეგ. 

მეორე - გახლავთ გამყიდველი, რომელიც: 

რ ინარჩუნებს წილს,  კანონიერ უფლებასა და კონტროლს ნასესხები სახსრებით ან სხვა ფინანსური პირობებით შეძენილ პროდუქტზე ტრანზაქციიდან 28 დღის ამოწურვის შემდეგ. 

CFTC-მა პირველა სახელმძღვანელო მითითებები გასცა 2017 წელს იმ მომენტიდან, რაც კრიპტოვალუტა ფაქტიურად გადაეცემა მყიდველს. ამ შემხვევამდე ერთი წლით ადრე მკაფიო წესების არარსებობამ გამოიწვია ის, რომ მარეგულირებელმა ორგანომ ბირჟა Bitfinex დააჯარიმა 75 ათასი აშშ დოლარით მომხმარებლებისთვის პროდუქტის არასწორი გადაცემის გამო. 

CFTC-ის თავმჯდომარემ ჰიტ ტარბერტმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმძღვანელო მითითებების საბოლოო ფორმულირებისთვის მარეგულირებელმა ორგანომ იმოქმედა ციფრული აქტივების მომხმარებლებსა და კომპანიებთან LabCFTC-სა და ტექნოლოგიების საკონსულტაციო კომიტეტთან ერთად. 

„ჯერჯერობით გაურკვეველია მოიკრებს თუ არა ძალებს ე.წ. „ვირტუალური ვალუტები“ ტრადიციული ვალუტებისა და სხვა სახის საქონლის ფონზე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აშშ კვლავ დარეს ლიდერად ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის კუთხით“ -  განცხადა ტარბერტმა. 

2019 წელს CFTC- მა 1,3 ლრდ აშშ დოლარზე მეტი ჯარიმა შეაგროვა ციფრული ვალუტის ოპერატორების მიერ გადახდების ჩათვლით.  

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...