Jump to content

ოფიციალურად: Computex 2020 სექტემბერში გაიმართება


Recommended Posts

2003 წელს SARS კორონავირუსით გამოწვეული ატიპიური პნევმონიის გამო გაუქმდა საერთაშორისო კომპიუტერული გამოფენა Computex. 17 წლის შემდეგ ახალი კორონავირუსი გახდა Computex 2020-ის გაუქმების მიზეზი. გამოფენის ჩატარება დაგეგმილი იყო 2-6 ივნისისთვის. 

image.png 

გასულ კვირას ტაივანის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, რამაც კიხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ღონისძიებისთვის აწესებული მზადებები და დადგენილი ვადა. მოგვიანებით კომპანიებმა, რომლებიც გამოფენაში მონაწილეობას გეგმავენ, ორგანიზატორებს თხოვნით მიმარეს გადაეწიათ გამოფენის ჩატარების ვადა, რადგან კარანტინის პირობებში მნახველების მოზიდვა სირთულეს წარმოადგენს. 

ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ Computex 2020 გადაიდებოდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არ შედგება 10-12 ივნისისთვის დაგეგმილი CES Asia 2020. ოფიციალური ინფორმაციით Computex 2020 ჩატარდება 28-30 სექტემბერს. 

Consumer Electronics Showcase 2020-ის წარმატებული გამოფენის შემდეგ, რომელიც იანვარში გაიმართა, მრავალი ღონისძიება გაუქმდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რომელიც პანდემიაში გადაიზარდა. ჩამონათვალში შედის მობილური მსოფლიო კონგრესი 2020 (Mobile World Congress 2020), NVIDIA GTC 2020, AUVSI Xponential 2020, E3 2020, ასევე Google-ის, Microsoft-ისა და Apple-ის კონფერენციები. თითქმის ყველა მწარმოებელ თავიანთი ახალი პრდუქტების პრეზენტაციას ონლაინ-რეჟიმში ატარებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.