Jump to content

კრიტიკოსები აღფრთოვანებულნი არიან Half-Life Alyx-ით


Recommended Posts

Posted

გაიხსნა წვდომა VR-შუთერ Half-Life Alyx-ზე - ეს გახლავთ სერიის პირველი ახალი თამაში ბოლო 12 წლის განმავლობაში და წარმოადგენს საკულტო ფრანშიზის სერიოზულ პროექტს. ამჯერად დადგა დრო გავიგოთ, რას ფიქრობენ მასზე პროფესიონალი კრიტიკოსები. 

image.jpeg 

სტატიის წერის მომენტში Half-Life Alyx-ის საშუალო შეფასება Metacritic-ზე შეადგენდა 93 ქულას. შემფასებლები ხაზს უსვამენ დონეების შესანიშნავ დიზაინს, მოწინავე გრაფიკას, დეტალებზე გამახვილებულ უდიდეს ყურადღებას, აგრეთვე საინტერესო გადაწყვეტილებებს, რომლებიც განხორციელებადი გახდა მხოლოდ VR-რეჟიმში.  

კრიტიკოსების აზრით Valve-მ შეძლო მნიშვნელოვანი პროექტის შექმნა. ზოგი ჟურნალისტი Half-Life Alyx-ს უწოდებს არა მხოლოდ საუკეესო VR-პროექტს, რომელიც სტადარტს დააწესებს სამომავლო VR-თამაშებისთვის, არამედ მიინეს საუკეთესო შუთერადაც. მოკლედ, ემოციები და დადებითი შეფასებები ულევია. 

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/39atouV  

Posted

კარგი რამე გამოსვლიათ კი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალზე ცოტაა მაგ დონის თამაშები VR შლემებისთვის, თვითონ შლემებიც არ ღირს იაფი და თვალების ტკივილის და ფსიხიკაზე გავლენის პრობლემები ჯერ კიდევ რჩება ბოლო პაკალენიის შლემებზეც კი, ფაქტია რომ ყველა გეიმერზე კარგათ არ მოქმედებს თავზე წამოცმული შლემი, განსაკუთრებით თუ რამდენიმე საათი ითამაშებ გადაბმულათ, თუმცა უბრალო 2დ რეჟიმში რამე დიდ პრობლემას ეგ არ წარმოადგენს უმრავლესობა გეიმერზე და არც თვალებს დაიფსობ მაგითი ნორმალურ უშიმო fllicker-free მონიტორით, ამიტომ მე ჯერ არ ვაპირებ მაგის შეძენას საკმარისი თანხაც რომ მქონდეს მაგისთვის გამოყოფილი, მაგაზე მეტათ თუ დაიხვეწა კიდე მერე შეიძლება, ისეთი პოპულარული ჯერ მაინც არაა

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.