Magdalena Posted March 19, 2020 Share Posted March 19, 2020 ბრაუზერ Opera-ში სტარტაპ Wyre-ის მიერ შექმნილი ინტეგრირებული საფულეს მეშვეობით აშშ-ის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შეიძინონ BTC და ETH Apple Pay-სა და სადებეტო ბარათების მეშვეობით. Wyre-ში აცხადებენ, რომ თავიანთ მომხმარებლებს სთავაზობენ „კონკურენტუნარიან“ საკომისიოს - ყოველ ტრანზაქციას დაერიცხება 0,30 $ + 2,9%-მდე. შენაძენის დღიური ლიმიტი 250 აშშ დოლარს შეადგენს. ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომია აშშ-ის იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც იყენებენ Opera-ს Android-ზე, iOS-სა და დესკტოპ ვერსიაზე. ამ დრომდე მსგავსი სერვისით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნების მაცხოვრებლებს უშუალოდ კრიპტობროკერ Safello-ს მეშვეობით. ბრაუზერის დეველოპერები ამტკიცებენ, რომ დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტების შეძენის ასეთივე სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდი ხელმისაწვდომი გახდება სხვა ქვეყნებშიც. Opera-ში ახალ სერვისს გარღვევად მიიჩნევენ: „წარსულში კრიპტოვალუტების შეძენას საათები და ზოგჯერ დღეებიც კი სჭირდებოდა“ - აცხადებს ბრაუზერის კრიპტოგანყოფილების ხელმძღვანელი ჩარლზ ჰემელი. https://forklog.com/polzovateli-brauzera-opera-smogut-kupit-bitkoin-i-efir-za-30-sekund/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.