Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Xiaomi- დააანონსა მორიგი ფლაგმანური სმარტფონი: მესამე თაობის Black Shark 

სახელწოდებით - Xiaomi Black Shark 3 Pro. 

image.pngimage.png 

სმარტფონის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია Super AMOLED დისპლეი, რომელზეც ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. სმარტფონის პარამეტრები 2020 წლის მდგომარეობასთან შედარებით საკმაოდ უჩვეულოა: Xiaomi Black Shark 3 Pro-ს დიაგონალი 7.1-დუიმიანია, ეკრანის გაფართოება გახლავთ Quad HD+, კადრის განახლების სიხშირე კი - 90 ჰერცი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული სმარტფონი პირველია კომპანიის ასორტიმენტში, რომელიც 2K პანელითაა წარმოდგენილი. 

სენსორის ფენის სკანირების სიჩქარე 270 ჰც, რაც დადებითად იმოქმედებს ონლაინ-შუთერებში და ხელ შეუშლის შეფერხებებს. დისპლეის აქვს HDR10+ მხარდაჭერა, არ აქვს ეკრანზე ჭრილი, რაც ბევრ მომხმარებელს გაახარებს. ფრონტალური 20-მეგაპიქსელიანი კამერა განთავსებულია ეკრანის ზემოთ ჩარჩოზე. 

image.pngimage.png 

უკანა პანელზე მოცემულია ძირითადი კამერა სამი მოდულით. მის კონფიგურაციაში შევიდა 64-მეგაპიქსელიანი სენსორი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 5-მეგაპიქსელიანი მატრიცა ფონის გაბუნდოვნებისთვის. სმარტფონს შეუძლია ჩაიწეროს ვიდეო Full HD გაფართოებით 60 კადრი/წმ სიხშირითა და 4K UHD გაფართოებით - 30 კადრი/წმ სიხშირით. 

გეიმინგ სმარტფონის მთავარი კომპონენტია 7-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 865 2.84 გჰც-მდე სიხშირითა და გრაფიკული ბირთვი Adreno 650-ით, რომლის სიხშირე 587 მეგაჰერცია. ჩიპსეტი წარმოდგენილია LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, რომლის მოცულობაა 8 ან 12 გბ. მოდიფიკაციის მიუხედავად ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტს შეადგენს. 

image.png 

კომპანიის განცხადებით სმარტფონის გაგრილების სისტემის ეფექტურობა ორჯერ მეტია წინა თაობის მოდელთან შედარებით. დამატებით შესაძლებელია ქულერის შეძენა, რომელიც 1 წუთში შეამცირებს ტემპერატურას 14 გრადუსით. სმარტფონის ბატარეის მოცულობა 5000 მა/სთ-ია, აქვს სადენიანი 65-ვატიანი და 18-ვატიანი მაგნიტური დამუხტვის მხარდაჭერა. სმარტფონი წარმოდგენილია სტერეოდინამიკებით, 5G მხარდაჭერით, ასევე აქვს USB-C პორტი, SmartPA გამაძლიერებელი, Wi-Fi 6 და სხვა უსადენო ინტერფეისები. მარჯვენა მხარეს განთავსებულია დამატებითი მექანიკური ღილაკები უფრო მოსახერხებელი გეიმინგ პროცესისთვის. 

8 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi Black Shark 3 Pro მოდიფიკაციის ფასი დაახლოებით 675 აშშ დოლარია, 12-გიგაბაიტიანი ვერსია კი მასზე 40 $-ით ძვირი ღირს. ზემოთხსენებული დამატებითი ქულერი კი 25 აშშ დოლარად გაიყიდება. სმარტფონის რეალიზაცია ჩინეთში 10 მარტიდან დაიწყება.  

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.