Magdalena Posted March 4, 2020 Share Posted March 4, 2020 კომპანია Xiaomi-მ დააანონსა მორიგი ფლაგმანური სმარტფონი: მესამე თაობის Black Shark, სახელწოდებით - Xiaomi Black Shark 3 Pro. სმარტფონის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია Super AMOLED დისპლეი, რომელზეც ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. სმარტფონის პარამეტრები 2020 წლის მდგომარეობასთან შედარებით საკმაოდ უჩვეულოა: Xiaomi Black Shark 3 Pro-ს დიაგონალი 7.1-დუიმიანია, ეკრანის გაფართოება გახლავთ Quad HD+, კადრის განახლების სიხშირე კი - 90 ჰერცი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული სმარტფონი პირველია კომპანიის ასორტიმენტში, რომელიც 2K პანელითაა წარმოდგენილი. სენსორის ფენის სკანირების სიჩქარეა 270 ჰც, რაც დადებითად იმოქმედებს ონლაინ-შუთერებში და ხელს შეუშლის შეფერხებებს. დისპლეის აქვს HDR10+ მხარდაჭერა, არ აქვს ეკრანზე ჭრილი, რაც ბევრ მომხმარებელს გაახარებს. ფრონტალური 20-მეგაპიქსელიანი კამერა განთავსებულია ეკრანის ზემოთ ჩარჩოზე. უკანა პანელზე მოცემულია ძირითადი კამერა სამი მოდულით. მის კონფიგურაციაში შევიდა 64-მეგაპიქსელიანი სენსორი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 5-მეგაპიქსელიანი მატრიცა ფონის გაბუნდოვნებისთვის. სმარტფონს შეუძლია ჩაიწეროს ვიდეო Full HD გაფართოებით 60 კადრი/წმ სიხშირითა და 4K UHD გაფართოებით - 30 კადრი/წმ სიხშირით. გეიმინგ სმარტფონის მთავარი კომპონენტია 7-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 865 2.84 გჰც-მდე სიხშირითა და გრაფიკული ბირთვი Adreno 650-ით, რომლის სიხშირე 587 მეგაჰერცია. ჩიპსეტი წარმოდგენილია LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, რომლის მოცულობაა 8 ან 12 გბ. მოდიფიკაციის მიუხედავად ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტს შეადგენს. კომპანიის განცხადებით სმარტფონის გაგრილების სისტემის ეფექტურობა ორჯერ მეტია წინა თაობის მოდელთან შედარებით. დამატებით შესაძლებელია ქულერის შეძენა, რომელიც 1 წუთში შეამცირებს ტემპერატურას 14 გრადუსით. სმარტფონის ბატარეის მოცულობა 5000 მა/სთ-ია, აქვს სადენიანი 65-ვატიანი და 18-ვატიანი მაგნიტური დამუხტვის მხარდაჭერა. სმარტფონი წარმოდგენილია სტერეოდინამიკებით, 5G მხარდაჭერით, ასევე აქვს USB-C პორტი, SmartPA გამაძლიერებელი, Wi-Fi 6 და სხვა უსადენო ინტერფეისები. მარჯვენა მხარეს განთავსებულია დამატებითი მექანიკური ღილაკები უფრო მოსახერხებელი გეიმინგ პროცესისთვის. 8 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi Black Shark 3 Pro მოდიფიკაციის ფასი დაახლოებით 675 აშშ დოლარია, 12-გიგაბაიტიანი ვერსია კი მასზე 40 $-ით ძვირი ღირს. ზემოთხსენებული დამატებითი ქულერი კი 25 აშშ დოლარად გაიყიდება. სმარტფონის რეალიზაცია ჩინეთში 10 მარტიდან დაიწყება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34208/xiaomi-black-shark-3-pro-predstavlen-oficialno-snapdragon-865-7-1-displej-akb-na-5000-mach-i-cena-ot-675-dollarov 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.