Magdalena Posted February 25, 2020 Share Posted February 25, 2020 გრაფიკულ პროცესორ AMD Navi 12-ს გავრცელებული ცნობებით სხვადასხვა დანიშნულება ენიჭებოდა, ღია კოდის მქონე პროგრამულმა პლატფორმებმა მცირე ხნის წინ გვიჩვენა კიდევ ერთი ვარიანტი - გამოთვლების ამაჩქარებელი HBM2 ტიპის მეხსიერებასთან კავშირში. ვექტორული პროცესორების რაოდენობით ასეთი ამაჩქარებელი ახლოს იქნება Radeon RX 5700 XT-სთან. გარკვეული პერიოდის წინ რესურს GitHub-ზე გამოჩნდა ახალი გრაფიკული პროცესორი GFX1011-ის აღწერა, რომელშიც გაცნობიერებულმა პირებმა AMD Navi 12 ამოიცნეს. პროცესორი წარმოდგენილი იყო ბრძანებების მხარდაჭერით, რომლებიც გამოიყენებოდა სწავლებად სისტემებში (deep learning operations). თანდათან გაირკვა, რომ ასეთ ამაჩქარებელს აქვს არა მარტო სპეციფიკური ინსტრუქციების მხარდაჭერა, არამედ იგი აღჭურვილია HBM2 ტიპის მეხსიერებით. სამომხმარებლო სეგმენტში AMD-მ მასზე ეტაპობრივად უარი თქვა მაღალი ფასის გამო, გამოთვლების ამაჩქარებლებს კი იგი სჭირდება მაქსიმალური წარმადობისთვის და ასეთ შემთხვევასი ფასის ფაქტორს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ფოტოს წყარო: GitHub გაირკვა, რომ ამ კონფიგურაციის Navi 12-ს 40 ბლოკი აქვს, რაც შეესაბამება 2560 ვექტორულ ALU-ს, წარმადობით კი Radeon RX 5700 XT-ს დონეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში გრაფიკული პროცესორის სიხშირე არ აღემატება 1144 მეგაჰერცს. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი შეზღუდვა გადაწყდა ენერგომოხმარებისა და სითბოს გამოყოფის შემცირების მიზნით. გამოთვლებისთვის განკუთვნილი ამაჩქარებლები ხშირადაა აღჭურვილი დიდი ზომის პასიური რადიატორებით, რომელთაგან სითბო განიდევნება სერვერის კორპუსის კედლებზე განთავსებული ვენტილატორების მიერ. https://3dnews.ru/1004375 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.