Jump to content

AMD Navi 12 HBM2 მეხსიერების მქონე გამოთვლების ამაჩქარებელს დაედება საფუძვლად


Recommended Posts

გრაფიკულ პროცესორ AMD Navi 12-ს გავრცელებული ცნობებით სხვადასხვა დანიშნულება ენიჭებოდა, ღია კოდის მქონე პროგრამულმა პლატფორმებმა მცირე ხნის წინ გვიჩვენა კიდევ ერთი ვარიანტი - გამოთვლების ამაჩქარებელი HBM2 ტიპის მეხსიერებასთან კავშირში. ვექტორული პროცესორები რაოდენობით ასეთი ამაჩქარებელი ახლოს იქნება Radeon RX 5700 XT-სთან. 

image.jpeg 

გარკვეული პერიოდის წინ რესურს GitHub-ზე გამოჩნდა ახალი გრაფიკული პროცესორი GFX1011-ის აღწერა, რომელშიც გაცნობიერებულმა პირებმა AMD Navi 12 ამოიცნეს. პროცესორი წარმოდგენილი იყო ბრძანებების მხარდაჭერით, რომლებიც გამოიყენებოდა სწავლებად სისტემებში (deep learning operations). თანდათან გაირკვა, რომ ასეთ ამაქარებელს აქვს არა მარტო სპეციფიკური ინსტრუქციების მხარდაჭერა, არამედ იგი აღჭურვილია HBM2 ტიპის მეხსიერებით. სამომხმარებლო სეგმენტში AMD-მ მასზე ეტაპობრივად უარი თქვა მაღალი ფასის გამო, გამოთვლების ამაჩქარებლებს კი იგი სჭირდება მაქსიმალური არმადობისთვის და ასეთ შემხვევასი ფასის ფაქტორს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. 

image.png 

ფოტოს წყარო: GitHub 

გაირკვა, რომ ამ კონფიგურაციის Navi 12-ს 40 ბლოკი აქვს, რაც შეესაბამება 2560 ვექტორულ ALU-ს, წარმადობით კი Radeon RX 5700 XT-ს დონეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემხვევაში გრაფიკული პროცესორის სიხშირე არ აღემატება 1144 მეგაჰერცს. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი შეზღუდვა გადაწყდა ენერგომოხმარებისა და სთბოს გამოყოფის შემცირების მიზნით. გამოთვლებისთვის განკუთვნილი ამაჩქარებლები ხშირადაა აღჭურვილი დიდი ზომის პასიური რადიატორებით, რომელთაგან სითბო განიდევნება სერვერის კორპუსის კედლებზე განთავსებული ვენტილატორების მიერ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.