Jump to content

CMOS-ის ძაბვების გაშიფვრა


მიშა

Recommended Posts

დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზარი გადავსებულია სხვადასხვა ტიპის დედადაფებით, რომელთაც სხვადასხვაგვარი BIOS-ი აქვთ. თუმცა ყველა ტიპის ბიოსის ძირითადი ფუნქციები ერთნაირია. დღეს $#^#(|დები მათში გაგარკვიოთ. თუმცა სანამ ამას გავაკეთებდე, მინდა აგიხსნათ, თუ რა არის ბიოსი.

----------------------------------------------------------------------

BIOS, ანუ Basic Input/Output System არის მიკროპროგრამა, რომელიც შეიცავს კომპიუტერის პარამეტრებს. ეს პარამეტრები კომპიუტერს ავტომატურად მიეთითება ყოველი ჩართვისას. ვიზუალურად ბიოსი წარმოადგენს პატარა ჩიპს, რომელიც დედადაფაზეა ჩამაგრებული:

3un6vbl5hvxi207ea9b.jpeg

თუმცა ეს ჩიპი, რომელიც ROM ტიპის მეხსიერებაა (არააქროლადი) მხოლოდ ბიოსს არ შეიცავს. ბიოსის გარდა, რომელიც პასუხს აგებს ფლოპი დისკის, HDD-სა და სხვა "უცვლელი" მოწყობილობების აღმოჩენასა და გაკონტროლებაზე, ჩიპში ინახება პროგრამა "POST" (Power On Self Test), რომელიც ტესტავს სისტემას ყოველი ჩართვისას და "Setup" პროგრამა, რომელიც პასუხს აგებს CMOS-ის რედაქტირებაზე. CMOS (Complementary metal–oxide–semiconductor) გახლავთ სისტემა, რომელიც შეიცავს ყველა იმ პარამეტრს, რომლის შეცვლაც შეგიძლიათ კომპიუტერის კონფიგურაციაში. ანუ ის, რასაც თქვენ ბიოსს ეძახით, ფაქტობრივად არის CMOS. CMOS ინახება RAM ტიპის (აქროლად) მეხსიერებაში და იმისთვის, რომ პარამეტრები არ დაიკარგოს, იგი მუდმივად უნდა იკვებებოდეს ბატარეით, რომელსაც თქვენ "ბიოსის ელემენტს" უწოდებთ:

fsnvat4z5f30phuc0br0.jpeg

გარდა CMOS-ის პარამეტრების შენახვისა, "ბიოსის ელემენტი" სისტემის "შინაგან საათსაც" ამუშავებს, ასე რომ თუკი ელემენტს დიდი ხნით ამოვიღებთ, საათიც გასასწოებელი გვექნება...

----------------------------------------------------------------------

იმისათვის, რომ გამოვიძახოთ CMOS, უნდა ჩავრთოთ ROM-ში შენახული პროგრამა "Setup". ამისათვის როგორც იცით, იყენებთ Delete, F1, F2, F10, Ctrl+Alt+Esc ან სხვა რამ მითითებულ ღილაკების კომბინაციას, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც Delete არის ხოლმე. ახლა გავეცნოთ CMOS-ის ძირითად პარამეტრებს.

CPU Setup: პროცესორის კონფიგურაციის მენიუ, რომელიც პასუხს აგებს პროცესორის კონფიგურაციაზე.

Standard CMOS Setup (Basic CMOS Setup): მენიუ, რომელიც პასუხს აგებს კომპიუტერის მარტივი პარამეტრების კონფიგურაციაზე, მაგალითად ფლოპი დისკი, საათი, მყარი დისკის პარამეტრები და ა.შ.

Advanced CMOS Setup (ან BIOS Features Setup): გაფართოებული კონფიგურაციის მენიუ. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ დაარედაქტიროთ კომპიუტერის დამატებითი ფუნქციები და თუ გაგიმართლებთ, წარმადობასაც გაზრდით ცოტათი.

Advanced Chipset Setup: დედადაფის ჩიპსეტის კონფიგურაცია. ეს ეხება ოპერატიულ მეხსიერებას, ტაიმინგებს, PCIe-ს და ა.შ. მოკლედ, ყველაფერ იმას, რასაც ჩიპსეტი აკონტროლებს.

PCI/Plug and Play (PnP) Setup: კომპიუტერში ჩაყენებული დამატებითი აპარატურის მაკონტროლებელი (მაგ. ხმის დაფა, ქსელის ადაპტერი).

Power Management Setup: ამ მენიუში მანიპულაციებმა შეიძლება ცოტაოდენი ელექტროენერგია დაგაზოგინოთ.

Peripheral Setup (ან Integrated Peripherals): დედადაფაში ჩამონტაჟებული მოწყობილობების მაკონტროლებელი (მაგ. ინტეგრირებული ხმის ჩიპი, ინტეგრ. ქსელის კონტროლერი).

Auto Configuration With BIOS Defaults: ყველა პარამეტრი დაჰყავს ქარხნულ მნიშვნელობებზე.

Auto Configuration With Power-on Defaults: ყველა პარამეტრი დაჰყავს იმ მნიშვნელობებზე, რომლების შეყვანილი იყო თქვენს უკანასკნელ "ვიზიტამდე".

Change Password: აყენებს პაროლს იმისთვის, რომ სხვამ არ იფათუროს თქვენს CMOS-ში და რამე არ აურ-დაურიოს.

Auto Detect Hard Disk (ან HDD Auto Detect ან IDE Setup): ავტომატურად აყენებს IDE მყარი დისკის პარამეტრებს.

Hard Disk Utility (ან HDD Low Level Format): ასეთი ფუნქცია არსად შემხვედრია, თუმცა მაინც განვმარტავ, რომ ეს გახლავთ მყარი დისკის ფორმატირების ბრძანება... გირჩევთ ისევ ძველი ნაცადი ხერხით დააფორმატოთ ხოლმე თქვენი მყარი დისკები.

Write to CMOS and Exit (ან Save & Exit Setup): ვინაიდან CMOS არაფერს ინახავს ავტომატურად, აუცილებელია უბრძანოთ მას თქვენ მიერ შეყვანილი პარამეტრების შენახვა და კომპიუტერის გადატვირთვა.

Do Not Write to CMOS and Exit (ან Exit Without Saving): ტოვებთ CMOS-ს და გადატვირთავთ კომპიუტერს პარამეტრების შენახვის გარეშე.

----------------------------------------------------------------------

რათქმაუნდა, ოვერქლოქერებს ყველაზე მეტად ძაბვების გაზრდა გიყვართ. ამიტომ თქვენს ყურადღებას სწორედ ამ პუნქტზე გავამახვილებ, რადგან ყველაფერი დანარჩენი დაწვრილებით არის ხოლმე ახსნილი დედადაფის ინსტრუქციაში... ხოლო რაც შეეხება ძაბვის მომატების ფუნქციებს, აქ მხოლოდ აბრევიატურებს შიფრავენ და მორჩა, გინდ ერთი ვოლტი მიეცი, გინდ თორმეტი და გადაბუგე დედადაფა, სულ ფეხებზე ჰკიდიათ :chojinfc: . მოკლედ, შევუდგეთ საქმეს.

AMD-ს CMOS.

ყველა სახელწოდება "ოფიციალური" იქნება, ანუ ისეთი, როგორიც AMD-ს CMOS-ში ჩანს ხოლმე.

VDD: ეს გახლავთ პროცესორის ძაბვა, რომელიც ზოგჯერ Vcore-თიც აღინიშნება. ამ მონაცემის შეცვლა შეიძლება “CPU Vcore”, “CPU Offset Voltage”, “CPU Voltage at Next Boot”, “CPU Vcore 7-Shift” და “Processor Voltage” ფუნქციებით (სხვადასხვა დედადაფებზე სხვადასხვა სახელი აქვს).

VDDNB: უკვე იცით რა არის "VDD", NB-ც გეცოდინებათ და მიხვდებოდით, რომ "VDDNB" არის ნორთბრიჯის ძაბვა. ამ ძაბვას იყენებს პროცესორში ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი, HyperTransport კონტროლერი და მესამე დონის (L3) კეში (თუკი ასეთი გვაქვს). სათაურში "NB" იმიტომ არის ნახსენები, რომ ამ კომპონენტებს ნორთბრიჯი აკონტროლებს (მე რატომღაც მეგონა, რომ AMD-ს მეხს. კონტროლერი პროცესორში ჰქონდა).

AMD-ს AM2 სოკეტის პროცესორებისთვის VDD და VDDNB ძაბვა ერთი და იგივეა, ხოლო AM2+ -იდან მოყოლებული - განსხვავებულია და მას AMD-ში "split plane"-ს, ან Dual Dynamic Power Management-ს (DDPM) უწოდებენ.

VDDA: PLL (Phase-Locked Loop)-ის მიერ გამოყენებული ძაბვა, ანუ მამრავლის ძაბვა. მისი შეცვლა “CPU VDDA Voltage” და “CPU PLL Voltage”-დან შეგიძლიათ.

VDDIO: მეხსიერების სალტის ძაბვა. იგივე "მეხსიერების ძაბვა", იგივე "DIMM Voltage”, “DRAM Voltage”, “Memory Over-Voltage”, “VDIMM Select”, “Memory Voltage” და ა.შ. ქარხნული მნიშვნელობა 1.8(DDR2)/1.5(DDR3) ვოლტს უდრის.

VTT: მეხსიერების ჩიპებში "ტერმინაციის ლოგიკის" მიერ გამოყენებადი ძაბვა. ქარხნული მნიშვნელობა VDDIO-ს ნახევარს უდრის. გაითვალისწინეთ ისიც, რომ Intel-ის დედადაფების "VTT" სულ სხვა რამეა.

MEMVREF: მეხსიერების "რეფერენს-ძაბვა". იგი "VDDIO-ს ნახევრის ტოლია და თავისებურად "განსაზღვრავს" პროცესორისა და მეხსიერების ძაბვებს. ანუ, თუ ზემოხსენებული ძაბვები MEMVREF-ზე ნაკლებია, იგი წერს "0"-ს, ხოლო თუ მეტი - "1"-ს.

VLDT: HyperTransport ლინკში პროცესორიდან მიწოდებული ძაბვა. ასევე აღინიშნება როგორც “HT Voltage”, “HT Over-Voltage”, “NB/HT Voltage” და ა.შ. ქარხნული მნიშვნელობა 1.2 ვოლტს უდრის.

რათქმაუნდა იქ, სადაც არ მიმიწერია ქარხნული ძაბვები, მნიშვნელობები პროცესორზეა დამოკიდებული.

NB Voltage: თუკი დანამდვილებით იცით, რომ ეს არ არის CPU VDDNB ძაბვა, მაშინ ეს იქნება ჩიპსეტიდან ნორთბრიჯში მიმავალი ძაბვა (ფაქტობრივად SB-დან NB-ში მიმავალი)

NB 1.8 V Voltage: AMD-ს ჩიპსეტები ორ განცალკევებულ ძაბვას იყენებს. ერთი, რომელსაც "NB Voltage" აკონტროლებს, 1.2V-ს უდრი და "VDD_CORE"-თი აღინიშნება, ხოლო მეორე, რომელიც 1.8V-ს უდრის და "NB 1.8 V Voltage"-თი კონტროლდება (პასუხს აგებს PLL-ზე).

Graphics engine voltage: ეს ფუნქცია ინტეგრირებულვიდეოიან დედადაფებს აქვთ და ვიდეოჩიპის ძაბვის შესაცვლელად გამოიყენება. ცნობილია "mGPU Voltage"-ს სახელითაც.

SB voltage: საუთბრიჯის ძაბვა.

PCI Express voltage: ყველაფერი ისედაც ცხადია. მისი გაზრდა PCIe სალტის აჩქარებისას შეიძლება დაგჭირდეთ. ძაბვა აგრეთვე აღინიშნება “PCIE VDDA Voltage” და “VDD PCIE Voltage” სახელებით.

Intel-ს CMOS.

ყველა სახელწოდება "ოფიციალური" იქნება, ანუ ისეთი, როგორიც ინტელის CMOS-ში ჩანს ხოლმე.

VCC: პროცესორის ძაბვა. აგრეთვე ცნობილია, როგორც Vcore, “CPU voltage”, “CPU Core” და ა.შ.

VTT: AMD-საგან განსხვავებით, მეხსიერების სალტის, QPI-ს, FSB-ს ტერმინციის, L3 კეშის და პროცესორზე დამოკიდებული ყველა სხვა ფუნქციის ძაბვა. არის AMD-ს VDDNB-ს ექვივალენტი. შეცვლა შესაძლებელია “CPU VTT”, “CPU FSB”, “IMC Voltage” და “QPI/VTT Voltage” ფუნქციებიდან.

VCCPLL: PLL-ის, მამრავლის მიერ გამოყენებადი ძაბვა. იცვლება "CPU PLL Voltage”-დან.

VAXG: ვიდეოკონტროლერის ძაბვა. ხელმისაწვდომია Pentium G6950, Core i3-5xx და Core i5-6xx პროცესორებზე (შესაბამისი ჩიპსეტის არსებობის შემთხვევაში). იცვლება “Graphics Core”, “GFX Voltage”, “IGP Voltage”, “IGD Voltage” და “VAXG Voltage”-დან.

CPU clock voltage: ეს ფუნქცია ზოგ დედადაფას გააჩნია და ე.წ. "Base Clock"-ისთვის (მგონი იგივე Bus Clock) ცალკე ცვლის ძაბვას. იცვლება “CPU Clock Driving Control” და “CPU Amplitude Control”-დან.

VDDQ: მეხსიერების სალტის ძაბვა. იგივე “DIMM Voltage”, “DIMM Voltage Control”, “DRAM Voltage”, “DRAM Bus Voltage”, “Memory Over-Voltage”, “VDIMM Select”, “Memory Voltage” და ა.შ. ქარხნული მნიშვნელობებია: 1.8V DDR2-ზე და 1.5V DDR3-ზე.

Termination voltage: ტერმინაციის ლოგიკის ძაბვა მეხსიერების ჩიპებში. ქარხნული მნიშვნელობა VDDQ/SSTL-ის (მეხსიერების ძაბვის) ნახევრის ტოლია. შეცვლა შესაძლებელია “Termination Voltage” or “DRAM Termination”-იდან.

Reference voltage: იგივე, რაც AMD-ს "MEMVREF" (იხ. ზემოთ).

North bridge voltage: დედადაფიდან ნორთბრიჯში შემავალი ძაბვა. რადგან ინტელში ნორთბრიჯს "MCH"-ს უწოდებენ, შესაძლებელია ამ ძაბვის აბრევიატურაშიც შეგხვდეთ ზემოხსენებული შემოკლებები.

South bridge voltage: საუთბრიჯის (ან "ინტელისებურად" ICH, IOH) ძაბვა.

PCI Express voltage: PCIe სალტის ძაბვა. აქ ცოტა რთულადაა ხოლმე საქმე, რადგან პროცესორის მიერ კონტროლირებადი PCIe-ს გარდა დედადაფაზე შეიძლება იყოს შედარებით "ნელი" სლოტი, რომელსაც ჩიპსეტი აკონტროლებს. მაგრამ როგორც წესი, PCIe ძაბვა "მიბმულია" მისი მაკონტროლებლის (CPU/NB/SB) ძაბვებთან. თუკი ეს ასე არ არის, მაშინ ცოტა ტვინის ჭ#$%ტა მოგიწევთ :P

PCI Express clock voltage: PCIe სლოტის ტაქტის ძაბვა. გვხვდება ზოგიერთ დედადაფაზე...

აი, სულ ეს არის ის ძაბვები, რაც შეიძლება შეგხვდეთ და რამაც შეიძლება შეგაფერხოთ აჩქარებისას... იმედია აწი ყველაფერი გასაგები იქნება :rolleyes:

გმადლობთ ყურადღებისთვის.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...