Magdalena Posted February 18, 2020 Share Posted February 18, 2020 ომპანია NVIDIA ამზადებს GeForce RTX ბარათის ერთ-ერთ სპეციალურ ვერსიას, რომელიც ეძღვნება კომპიუტერულ თამაშ Cyberpunk 2077-ს. კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა რეკლამა, რომელიც ადასტურებს ახალი ვიდეო ბარათის მზადებას. გამოქვეყნებული ფოტოდან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ეს იქნება რომელიმე უფროსი მოდელი GeForce RTX სერიიდან - დიდი ალბათობით GeForce RTX 2080 SUPER ან GeForce RTX 2080 Ti. როგორც ჩანს, ბარათს ექნება გაგრილების ეტალონური სისტემა არასტანდარტული გაფორმებით: იგი წარმოდგენილი იქნება ყვითელ, შავ და ვერცხლისფერ ფერებში - სწორედ ესენი გახლავთ Cyberpunk 2077-ის საფირმო ფერები. Cyberpunk 2077-ის არც მინიმალური, არც რეკომენდებული სისტემური მოთხოვნები არ გახმაურებულა, თუმცა ისედაც ცხადია, რომ ხსენებულ თამაშს მეტად მაღალი წარმადობის მაკომპლექტებლები დასჭირდება. გავრცელებული ცნობებით, იგი საჭიროებს მინიმუმ GeForce GTX 1060 ბარათს იმ დროს, როდესაც გეიმინგ პროცესის დემონსტრაციისთვის თავად CD Project Red-მა გამოიყენა GeForce GTX 1080 Ti და Titan RTX. ამასთან, Cyberpunk 2077-ს RayTracing-ის მხარდაჭერა ექნება, ასე რომ ფლაგმანური GeForce RTX ბარათის თემატური ვერსიის გამოშვება სავსებით ლოგიკურია. შეგახსენებთ, რომ კომპანია NVIDIA არც ისე ხშირად, თუმცა მაინც უშვებს ვიდეო ბარათების თემატურ ვერსიებს. ასეთი ამაჩქარებლებიდან ბოლო იყო Titan Xp ვიდეო ბარათები, რომლებიც “Star Wars”-ს მიეძღვნა. https://3dnews.ru/1003821 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.