Jump to content

NVIDIA ამზადებს სპეციალურ GeForce RTX-ს, რომელიც Cyberpunk 2077-ს ეძღვნება


Recommended Posts

ომპანია NVIDIA ამზადებს GeForce RTX ბარათის ერთ-ერთ სპეციალურ ვერსიას, რომელიც ეძღვნება კომპიუტერულ თამაშ Cyberpunk 2077-ს. კომპანიამ უკვე გამოქვეყნა რეკლამა, რომელიც ადასტურებს ახალი ვიდეო ბარათის მზადებას. 

გამოქვეყნებული ფოტოდან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ეს იქნება რომელიმე უფროსი მოდელი GeForce RTX სერიიდან -  დიდი ალბათობით GeForce RTX 2080 SUPER ან GeForce RTX 2080 Ti. როგორც ჩანს, ბარათს ექნება გაგრილების ეტალონური სისტემა არასტანდარტული გაფორმებით: იგი წარმოდგენილი იქნება ყვითელ, შავ და ვერცხლისფერ ფერებში - სწორედ ესენი გახლავთ Cyberpunk 2077-ის საფირმო ფერები. 

JsedFTnx2UH8TSrC8Vqj8j-970-80.png

Cyberpunk 2077-ის არც მინიმალური, არც რეკომენდებული სისტემური მოთხოვნები არ გახმაურებულა, თუმცა ისედაც ცხადია, რომ ხსენებულ თამაშს მეტად მაღალი წარმადობის მაკომპლექტებლები დასჭირდება. გავრცელებული ცნობებით, იგი საჭიროებს მინიმუმ GeForce GTX 1060 ბარათს იმ დროს, როდესაც გეიმინგ პროცესის დემონსტრაციისთვის ავად CD Project Red-მა გამოიყენა GeForce GTX 1080 Ti და Titan RTX. ამასთან, Cyberpunk 2077-ს RayTracing-ის მხარდაჭერა ექნება, ასე რომ ფლაგმანური GeForce RTX ბარათის თემატური ვერსიის გამოშვება სავსებით ლოგიკურია. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია NVIDIA არც ისე ხშირად, თუმცა მაინც უშვებს ვიდეო ბარათების თემატურ ვერსიებს. ასეთი ამაჩქარებლებიდან ბოლო იყო Titan Xp ვიდეო ბარათები, რომლებიც “Star Wars”-ს მიეძღვნა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.