Jump to content

მომდევნო წლიდან აშშ-ში პირველი ელექტრო სახანძრო მანქანა გამოჩნდება


Recommended Posts

ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახური გახდება ხანძართან ბრძოლის პირველი ქვეგანყოფილება ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელსაც ელექტრო სახანძრო მანქანა ექნება. სერვისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ავსტრიული კომპანია Rosenbauer-ის მიერ შექმნილი სახანძრო მანქანა ექსპლუატაციაში შევა მომდევნო წელს. 

image.jpeg 

ემოთ ხსენებული ელექტრომობილი გახლავთ კონცეპტუალური პროტოტიპი Rosenbauer (CTF), რომელიც გასულ წელს წარადგინეს საავტომობილო გამოფენაზე ლოს-ანჯელესში. ავტონომიური მუშაობისთვის ავტომობილის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია 100-კვტ/სთ მოცულობის ბატარეები, რომლებიც უზრუნველყოფს ორსაათიან მუშაობას. ისეთ შემხვევაში, თუკი ორ საათზე დიდხანს მუშაობა გახდება საჭირო, ბორტზე ხელმისაწვდომია დიზელის გენერატორი. სადგურზე, სადაც უნდა მოხდეს ელექტრომობილის გამოყენება, იგეგმება სწრაფი დამუხტვის სისტემის განავსება, რათა სახანძრო მანქანა სამუშაოს შესრულებისთვის მუდამ მზადყოფნაში იყოს. 

ვტომობიი ადაპტირებულია ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის კონკრეტულ მოთხოვნებზე, აგრეთვე შესაბამება აშშ-ის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ეროვნული ასოციაციის უსაფრთხოების სტანდატებს. უკვე ცნობილია, რომ ელექტრომობილი მოემსახურება 82-ე სახანძრო სადგურს, რომელიც ჰოლივუდში მდებარეობს. 

image.jpeg 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვართ პირველი დეპარტამენტი ჩრდილოეთ ამერიკაში, ვინც შევუკვეთეთ ეს სახანძრო მანქანა. ელექტრო სახანძრო მანქანა - ეს გახლავთ ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ხმაურისა და დიზელის ძრავის მავნე გამონაბოლქვის შემცირებას, თანაც იგი მოქნილია სახანძრო და სამაშველო ოპერაციებში ტექნოლოგიურად სრულყოფილი პლატფორმით. მოუთმენლად ველით მომენტს, როდესაც ამ მანქანას რეალურ პირობებში შევაფასებთ“ - აცხადებს LAFD-ის ხელმძღვანელი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.