Magdalena Posted February 5, 2020 Share Posted February 5, 2020 კომპანია GIGABYTE-მა გამოუშვა მონიტორი Aorus F127Q, რომელიც გათვლილია დესკტოპ გეიმინგ სისტემებში გამოსაყენებლად. პანელი დიაგონალზე 27 დუიმია. გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს, რაც QHD ფორმატს შეესაბამება. მონიტორს აქვს მაღალხარისხიანი IPS მატრიცა. რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 165 ჰერცი. თვალთახედვის კუთხეები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. მოწყობილობაში რეალიზებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync. იგი უზრუნველყოფს კადრების ცვლილების სინქრონიზაციას გრაფიკულ ბარათსა და დისპლეის შორის. შედეგად მაღლდება დინამიურობისა და სინქრონულობის დონე, შესაბამისად - თამაშის პროცესის ხარისხი. ხელმისაწვდომია ფუნქციები Picture-in-picture (PIP) და Picture-by-picture (PBP). სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების ფართო შესაძლებლობებს, შესაძლებელია ეკრანის გადაყვანა ალბომის რეჟიმიდან პორტრეტისაში. მონიტორში ხელმისაწვდომია ტექნოლოგია Black Equalizer, რომელიც პასუხისმგებელია გამოსახულების ჩაბნელებული სივრცეების ხილვადობის გაუმჯობესებაზე. GameAssist საშუალება გეიმერებს სთავაზობს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა სამიზნის ჯვარედინი მონიშვნა, ტაიმერი და კადრების მრიცხველი. Aorus F127Q მონიტორის შეძენა შესაძლებელია 500 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/1002896 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.