Jump to content

გეიმინგ მონიტორი Aorus F127Q 550 აშშ დოლარად


Recommended Posts

კომპანია GIGABYTE-მა გამოუშვა მონიტორი Aorus F127Q, რომელიც გათვლილია დესკტოპ გეიმინგ სისტემებში გამოსაყენებლად. 

image.jpeg 

პანელი დიაგონალზე 27 დუიმია. გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს, რაც QHD ფორმატს შეესაბამება. 

მონიტორს აქვს მაღალხარისხიანი IPS მატრიცა. რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 165 ჰერცი. თვალთახედვის კუთხეები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეაგენს 178 გრადუსს. 

image.jpeg 

მოწყობილობაში რეალიზებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync. იგი უზრუნველყოფს კადრების ცვლილების სინქრონიზაციას გრაფიკულ ბარათსა და დისპლეი შორის. შედეგად მაღლდება დინამიურობისა და სინქრონულობის დონე, შესაბამისად - თამაშის პროცესის ხარისხი. 

ხელმისაწვდომია ფუნქციები Picture-in-picture (PIP) და Picture-by-picture (PBP). სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების ფართო შესაძლებლობებს, შესაძლებელია ეკრანის გადაყვანა ალბომის რეჟიმიდან პორტრეტისაში. 

image.jpeg 

მონიტორში ხელმისაწვდომია ტექნოლოგია Black Equalizer, რომელიც პასუხისმგებელია გამოსახულების ჩაბნელებული სივრცეების ხილვადობის გაუმჯობესებაზე.  GameAssist საშუალება გეიმერებს სთავაზობს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა სამიზნის ჯვარედინი მონიშვნა, ტაიმერი და კადრების მრიცხველი. 

Aorus F127Q მონიტორის შეძენა შესაძლებელია 500 აშშ დოლარად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.