Jump to content

Nintendo-მ წარადგინა Switch-კონსოლი Animal Crossing: New Horizons-ის სტილისტიკით


Recommended Posts

კომპანია Nintendo-მ წარადგინა Nintendo Switch  ახალი დიზაინით თამაშ Animal Crossing: New Horizons-ის სტილში. 

image.jpeg 

სპეციალური გამოშვების კონსოლის გაყიდვა აშშ-ში 13 მარტიდან დაიწყება. Nintendo Switch-ის დიზაინი შთაგონებულია ახალი Animal Crossing: New Horizons-ით. Joy-Con კონტროლერები წარმოდგენილია მწვანე და ცისფერ ფერებში. უკანა მხარეს კონტროლერები თეთრია, ასეთივე ფერისაა სამაგრებიც. თეთრი ფერისაა კონსოლი დოკ-სადგური და გაფორმებულია თამაშის პერსონაჟების გამოსახულებით. 

გაყიდვაში ასევე გამოვა ორი განსაკუთრებული თემატიკის ქეისი. 

image.jpeg 

image.jpeg 

Animal Crossing: New Horizons - ეს გახლავთ სიმულატორი, რომელიც ასახავს თავისუფალი ცხოვრების პირობებს კუნძულზე. წინა ნაწილისგან განსხვავებით ახალი თამაში საშუალებას მოგცემთ დატკბეთ წყნარი და თანაბარზომიერი ცხოვრების სტილით, დაკავდეთ ხელოვნებით, მებაღეობითა და თევზაობით. შეძლებთ შეაგროვოთ რესურსები და დაამზადოთ ნივები ან ინსტრუმენტები, ააგოთ საკუთარი სახლი და მოაწყოთ იგი ისე, როგორც მოგესურვებათ. გარდა ამისა, თამაშში იქნებიან პერსონაჟები, რომელთანც შეგეძლებათ კონტაქტი. 

Animal Crossing: New Horizons-ის მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი მოთამაშეებს საშუალებას მისცემს კუნძულზე მოეწყონ მაქსიმუმ რვა მოთამაშესთან ერთად. ამასთან, ერთ კუნძულზე მობინადრე ოთხ პირს შეეძლება ერთდროულად ითამაშოს ერთი კონსოლით, რვა მოთამაშე კი ისარგებლებს ქსელური ან ლოკალური მულტიფლეიერით. 

Animal Crossing: New Horizons კონსოლ Nintendo Switch-ზე 20 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.