Jump to content

Tesla აჩქარებს ელექტრო ქროსოვერ Model Y-ის ბაზარზე გამოსვლას, SpaceX-მა კი ორბიტაზე Starlink-მიკროთანამგზავრების უკვე მეოთხე ნაკადი გაუშვა


Recommended Posts

კომპანია Tesla-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთლიანად ელექტრო ავტომობილ Model Y-ის მიწოდების პროცესი იმ ვადაზე ადრე დაიწყება, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. 

image.jpeg 

Model Y  ქროსოვერის წარდგენა გასული წლის მარტში შედგა. ელექტრომობილი ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე მოდიფიკაციაში, რომელთა შორისაა Long Range და Performance ვარიანტები. 

ცნობილია, რომ შანხაიში მდებარე ქარხანა Gigafactory-ს ექსპლუატაციის წყალობით Tesla- შეძლო ახალი ავტომობილების წარმოების დაჩქარება ფრიმონტში არსებულ ობიექტში. საუბარი ეხება სწორედ Model Y ქროსოვერს. 

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ამ ელექტრომობილის მიწოდება დაიწყებოდა მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ზოგი ვერსიით კი - 2021 წლის დასაწყისში. ამჟამად კი ცნობილია, რომ მიწოდების დაწყება მიმდინარე კვარტალშივე იქნება შესაძლებელი. 

image.jpeg 

სხვა სიტყვებით რომ ვქვათ, პირველი მომმარებლები ავიანთ ელექტრომობილებს მარტში მიიებენ. ამრიგად, მიწოდების გრაფიკი დაახლოებით ორი კვარტლი დაჩქარდა. 

აგრეთვე ცნობილი ხდება ისიც, რომ Model Y AWD ვერსიის მანძილის გავლის მარაგი 450-დან 505 კილომეტრამდე გაიზარდა, რაც აუცილებლად გაახარებს მომავალ მფლობელებს. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს Tesla-მ გაყიდა 367 200 ელექტრომობილი მთელ მსოფლიოში, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 244 920 ერთეულს შეადგენდა. 

რაც შეეხება SpaceX-თან დაკავშირებულ სიახლეებს, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ორბიტაზე Starlink-თანამგზავრების მორიგი, მეოთხე პარტია წარმატებით გაუშვა.  

image.jpeg 

რაკეტა Falcon 9-ის გაშვება 60 თანამგზავრთან ერთად განხორციელდა 09:06 EST-ზე Space Launch Complex 40 (SLC-40) სასტარტო კომპლექსიდან, ფლორიდას შტატში მდებაე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბაზიდან. გაშვებიდან მცირე დროში მიკროთანამგზავრები უკვე ორბიტაზე იმყოფებოდნენ. მათი ჩათვლით ორბიტაზე ამჟამად კომპანიის 240 თანამგზავრი იმყოფება. 

image.jpeg 

SpaceX-ს მარეგულირებელი ორგანოებისგან ნება დართული აქვს გაუშვას 12 ათასი მიკროთანამგზავრი პროექტის ფარგლებში, რომელიც გულიხმობს პლანეტის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფას. კომპანიის გეგმაშია კიდევ 30 ათასი თანამგზავრის დამატება. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.