Jump to content

Bakkt-ის პრეზიდენტი პროგნოზირებს არარეგულირებადი კრიპტოსავალუტო ბირჟების გაქრობას


Recommended Posts

image.jpeg

ადრე თუ გვიან არარეგულირებადი Bitcoin-ბირჟები მუშაობას შეწყვეტენ - ამგვარი მოსაზრება გამოქვა კრიპტოსავალუტო პლატფორმა Bakkt-ის პრეზიდენტმა ადამ უატმა კომპანიის დახურულ ღონისძიებაზე თელ-ავივში - გვაცნობებს CryptoPotato. 

დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ ოფშორულ ვაჭრობას ძალიან შეზღუდულ KYC და AML ზომებით. რეგულატორები შენელებულად, თუმცა დაჟნებით მოქმედებენ. ისინი არ დაუშვებენ, რომ ასეთი ვიარება სამუდამოდ გაგრძელდეს, ”- თქვა მან. 

ამჟამად Bakkt გვთავაზობს ფიუჩერსულ კონტრაქტებსა და კასტოდიალურ სერვისებს კონკრეტულად მხოლოდ Bitcoin-ისთვის. კითხვაზე - გეგმავს თუ არა კომპანია სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერის დამატებას, პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა: 

„გვსურს, გვქონდეს იმ ყველაფრის შენახვის შესაძლებლობა, რაც ჩვენს მომხმარებლებს სურთ, რადგანაც ჩვენ წარმოვადგენთ ბიზნესს და მათ უნდა შევთავაზოთ მომსახურება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ICE (პლატფორმის ოპერატორი) წარადგენს ფიუჩერსებს ყველა კრიპტოაქტივზე? სავარაუდოდ, არა. ბევრ კრიპტოვალუტაზე ჯერ კიდევ გაურკვეველია, არიან ისინი ფასიანი ქაღალდები, ვალუტები თუ სავაჭრო საქონელი“. 

უაიტმა აღნიშნა, რომ დღესდეობით Bakkt მსოფლიოში ერთადერთი რეგულირებადი Bitcoin-ბაზარია, აგრეთვე შეადარა პლატფორმის შემოავაზება კომპანია Coinbase-ის კასტოდიალურ სერვისს, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც თავად გახლდათ წარსულში გარკვეული პერიოდის მანძილზე. 

„მე Coinbase-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი ვიყავი, ისინი კი თავიანთ სერვისს საცავსაც კი არ უწოდებდნენ. ეს იყო უბრალოდ პროდუქტი, რომელიც ვაჭრობის საშუალებას იძლეოდა“ - განაცხადა მან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.