Magdalena Posted January 27, 2020 Share Posted January 27, 2020 მომდევნო თაობის ყველგანმავალი Volvo XC90 ხელმისაწვდომი იქნება მთლიანად ელექტრო მოდიფიკაციის სახით - გვაცნობებს რესურსი Autocar Volvo-ს პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის - Håkan Samuelsson-ის განცხადებაზე დაყრდნობით. მესამე თაობის XC90-ს საფუძვლად დაედება Volvo-ს მიერ შექმნილი მასშტაბირებადი SPA პლატფორმის გაუმჯობესებული არქიტექტურა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი მოწინავე პლატფორმა მთელ ავტოინდუსტრიაში: იგი უზრუნველყოფს მაქსიმალურ საიმედოობასა და უსაფრთხოებას თანამედროვე ავტომობილებში, რაც განპირობებულია წარმოებაში დიდი რაოდენობით ბორის შემცველი ფოლადის გამოყენებით. Volvo XC90-ის მთლიანად ელექტრო ვერსიის დებიუტი 2022 წელს შედგება. მასთან ერთად წარმოდგენილი იქნება ყველგანმავლის ჰიბრიდული მოდიფიკაციები, რომელთა შორის არსებულ ზოგიერთ მოდელს ექნება აკუმულატორის ელექტრო ქსელიდან დამუხტვის შესაძლებლობა. დიზელის ძრავის მქონე Volvo XC90 არ გამოვა: ეს ფაქტი აიხსნება კომპანიის სტრატეგიით, რომელიც გულისხმობს დიზელზე მომუშავე აგრეგატებზე უარის თქმას ელექტროძრავების სასარგებლოდ. მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის Volvo-ს გაყიდვების მოცულობის ნახევარი შედგენილი იქნება ელექტრომობილებით. ამასთან, მთელი მოცულობის ავტომობილების მესამედი აღჭურვილი იქნება ავტონომიური მართვის ტექნოლოგიით. https://3dnews.ru/1002273 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.