gio_kiborg Posted January 18, 2020 Posted January 18, 2020 ერთი არკადის რეტრო თამაშის (CarnEvil) ძებნისას წავაწყდი ამ საიტს, TheCollectionChamber: https://collectionchamber.blogspot.com ავტორს საიტზე გამოქვეყნებული აქვს უამრავი რეტრო თამაში, Windows, DOS თუ სხვადასხვა კონსოლების და არკადებისთვის რაც მთავარია თამაშებისთვის არის Custom ინსტალერები, რომლებიც თავიდან აგაცილებთ DOSBOX-ის თუ MAME-ს კონფიგურაციას, ჩვეულებრივ ინსტალერით დააინსტალებთ და გაუშვებთ თამაშს Shortcut-იდან გადმოსაწერ თამაშები არის ისეთები, რომლებიც არის ე.წ abandonware, ანუ არცერთ პლათფორმაზე არ იყიდება, ორიგინალი copyright-ის მფლობელი აღარ არსებობს (გაკოტრდა მაგალითად) ან არ აინტერესებს თამაში თამაშებს ახლავს დეტალური ინსტრუქციები თუ როგორ გაუშვათ (ძირიადად ინსტალაცია სჭირდება სტანდარტული) AAA თამაშებს ალბათ ვერ ნახავთ, თუმცა ძალიან საინტერესო Retro თამაშებს შეხვდებით COLLECTION CHAMBER FAQ Facebook Page Twitter: @TheCC101 მეორე, უფრო დიდი ბაზის მქონე ვებგვერდია MyAbandonWare: https://www.myabandonware.com 1500-მდე თამაშია 1977-2010 წლების შუალედში განსხვავებით წინა საიტიდან, არაა თამაშების გაშვების დეტალური ინსტრუქციები, თუმცა ძალიან ძველი DOS და უფრო ადრინდელი თამაში შეგიძლიათ ბრაუზერშივე გაუშვათ, ხოლო გადმოსაწერად კი დისკების იმიჯებია, ასევეა პატჩები, ფიქსები და მანუალები, თუმცა გაშვებაზე თავად უნდა იზრუნოთ. ვებსაიტს აქვს უფრო მოსახერხებელი ინტერფეისი (blogspot-ს გაცილებით ჯობია), შეიძლება თამაშების დათვალიერება პლატფორმის, წლის, ჟანრის, დეველოპერის და ა.შ მიხედვით, საკმაოდ ბევრი კარგად ცნობილი თამაშია წარმოდგენილი, მაგალითად 007: Nightfire , Colin Macray Rally MECHWARRIOR 4: MERCENARIES და ა.შ Facebook Page Twitter: @myabandonware ერთ კარგ თამაშსაც ვახსენებ: Dark Earth პირველად ვნახე Myabondenware-ზე, ვნახე ასევე პატჩები და ინსტრუქციები რომ გამეშვა პირდაპი თანამედროვე სისტემებზე, მაგრამ სამწუხაროდ დიდი წარმატების გარეშე, Windows 10-ზე ვერ გავუშვი, Windows 98-იან ლეპტოპზე გაეშვა, თუმცა მთავარ მენიუს ვერ გავცდი, ერთგან ვირტუალურ კომპიუტერზე XP-ზე გავუშვი თუმცა ხარვეზებით, TheCollectionChamber-იდან კი გადმოვიწერე custom ინსტალერი, რომელმაც დააყენა DosBox და მის თავზე Windows 95, რომელშიც თამაში ეშვება უპრობლემოდ ესეც ამ თამაშის რევიუ: 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.