Magdalena Posted January 18, 2020 Share Posted January 18, 2020 კომპანია NVIDIA-მ ოფიციალური ანონსისა და საზეიმო პრეზენტაციის გარეშე თავის გამომწერებს უბრალოდ დაუგზავნა ელექტრონული წერილები, სადაც ნათქვამია, რომ შესაძლებელია გაყიდვაში იხილონ ეტალონური და რეფერენსული ვიდეო ბარათები RTX 2060 ჩიპზე 299 აშშ დოლარად. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე გამოცხადებული მისი ფასი 349 აშშ დოლარი იყო. სავსებით ცხადია, რომ ეს ნაბიჯი გახლავთ პრევენციული დარტყმა მზადებაში არსებულ AMD Radeon RX 5600 XT ვიდეო ბარათზე, რომლის ფასი 279 აშშ დოლარს შეადგენს. ამჯერად სულ რაღაც 20 აშშ დოლარად NVIDIA გვთავაზობს გაცილებით მაღალ წარმადობასა და აპარატული RayTracing-ტექნოლოგიის მხარდაჭერას. NVIDIA-ს გადაწყვეტილება სრულიად ნათელი და მოსალოდნელი იყო, რადგანაც რამდენიმე დღის წინ კომპანია EVGA-მ უკვე წარადგინა თავისი სიახლე - ვიდეო ბარათი GeForce RTX 2060 KO და განაცხადა, რომ მისი ფასი სწორედ 299 აშშ დოლარია. Radeon RX 5600 XT ბარათისთვის უშუალო კონკურენტი ფასის მხრივ გახლავთ GeForce GTX 1660 Ti, თუმცა AMD ამტკიცებს, რომ მისი ვიდეო ბარათი უფრო მეტ წარმადობას ფლობს. ამ მტკიცების პრაქტიკაში შემოწმება სულ მალე გახდება შესაძლებელი: AMD-ის ბარათი 21 იანვარს უნდა გამოვიდეს. https://overclockers.ru/blog/NePushkin/show/33116/nvidia-snizila-rekomendovannuju-cenu-geforce-rtx-2060 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.