Jump to content

NVIDIA-მ GeForce RTX 2060-ზე ფასი დაწია


Recommended Posts

კომპანია NVIDIA-მ ოფიციალური ანონსისა და საზეიმო პრეზენტაციის გარეშე თავის გამომწერებს უბრალოდ დაუგზავნა ელექტრონული წერილები, სადაც ნათქვამია, რომ შესაძლებელია გაყიდვაში იხილონ ეტალონური და რეფერენსული ვიდეო ბარათები RTX 2060 ჩიპზე 299 აშშ დოლარად. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე გამოცხადებული მისი ფასი 349 აშშ დოლარი იყო. 

image.jpeg 

სავსებით ცხადია, რომ ეს ნაბიჯი გახლავთ პრევენციული დარტყმა მზადებაში არსებულ AMD Radeon RX 5600 XT ვიდეო ბარათზე, რომლის ფასი 279 აშშ დოლარს შეადგენს. ამჯერად სულ რაღაც 20 აშშ დოლარად NVIDIA გვთავაზობს გაცილებით მაღალ წარმადობასა და აპარატული RayTracing-ტექნოლოგიის მხარდაჭერას. NVIDIA-ს გადაწყვეტილება სრულიად ნათელი და მოსალოდნელი იყო, რადგანაც რამდენიმე დღის წინ კომპანია EVGA-მ უკვე წარადგინა თავისი სიახლე - ვიდეო ბარათი GeForce RTX 2060 KO და განაცხადა, რომ მისი ფასი სწორედ 299 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

Radeon RX 5600 XT ბარათისთვის უშუალო კონკურენტი ფასის მხრივ გახლავთ GeForce GTX 1660 Ti, თუმცა AMD ამტკიცებს, რომ მისი ვიდეო ბარათი უფრო მეტ წარმადობას ფლობს. ამ მტკიცების პრაქტიკაში შემოწმება სულ მალე გახდება შესაძლებელი: AMD-ის ბარათი 21 იანვარს უნდა გამოვიდეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.