Jump to content

XBox Series X შეძლებს პერსონალური კომპიუტერული თამაშების გაშვებას


Recommended Posts

Microsoft-ის მომდევნო თაობის კონსოლი Xbox Series X შეძლებს ოპერაციული სისტემა Windows-ისთვის განკუთვნილი თამაშების გაშვებას, რომლებიც ხელმისაწვდომია Microsoft Store-ში. როგორც იტალიური ვებ-გვერდი Game-Experience გვაცნობებს, Microsoft-ის კონსოლი აღჭურვილი იქნება ფუნქციით, სახელად Windows Mode, რაც მას საშუალებას მისცემს გაუშვას Windows 10-ის სპეციალური ვერსია. ჯერჯერობით უცნობია რა სახით მოხდება Windows Mode-ის მუშაობის რეალიზება. გარდა ამისა, Gaming-Experience მიგვითითებს, რომ გეიმერები შეძლებენ უშუალოდ თავიანთ Xbox Series X კონსოლებში გარკვეული ონლაინ მააზიებით სარგებლობას, როგორებიცაა Steam ან Epic Games Store, რათა წვდომა მიიღონ თამაშების კოლექციაზე. თუმცა დიდი ალბათობით ეს ფაქტი ნაკლებად სარწმუნოა იმის გათვალისწინებით, რომ Microsoft არ იქნება დაინტერესებული  მის კონსოლებზე წვდომა კონკურენტმა მაღაზიებმა მიიღონ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება, XBox Series X კონსოლის მფლობელებს ექნებათ წვდომა თამაშების უზარმაზარ კატალოგზე კომპიუტერის ექსკლუზივების ჩათვლით, რომელთა შორსაცაა მაგალითად Age of Empires 4. 

image.png 

Microsoft-ის მომავალი თაობის კონსოლის გამოსვლის ვადის მოახლოებისას სულ უფრო მეტი დადასტურებული ინფორმაცია გახდება ცნობილი. ეჭვგარეშეა, რომ განსაკუთრებით სარწმუნო ცნობები ახალი Xbox-ის შესახებ ცნობილი გახდება E3 2020 გამოფენაზე, სადაც კონსოლი დიდ ყურადღებას მიიპყრობს განსაკუთრებით იმის გამო, რომ გამოფენაზე არ იქნება წარმოდგენილი მისი მავარი კონკურენტი - Sony PS5. საზოგადოება ჯერჯერობით საყვარელი თამაშების მოლოდინის რეჟიმში ყოფნა მოუწევს. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.