Magdalena Posted January 11, 2020 Share Posted January 11, 2020 კომპანია Intel-მა გამოფენა CES 2020-ზე არა მხოლოდ ისაუბრა თავის დისკრეტულ გრაფიკა Intel Xe-ზე, არამედ წარადგინა კიდეც თავისი პირველი ვიდეო ბარათის პროტოტიპი. მოცემული მოწყობილობის სახელწოდებაა Xe DG1 Software Development Vehicle და რთული არ არის მიხვედრა, რომ იგი განკუთვნილია პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელთათვის. Intel-ის თქმით ხსენებული ვიდეო ბარათი ინჟინრული ნიმუში არ არის, ეს გახლავთ ადრეული პროტოტიპი, რომელიც განკუთვნილია პროგრამული უზრუნველყოფის დამოუკიდებელი მომწოდებლებისთვის (ISV, Independent Software Vendor) მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მსგავსი პროტოტიპების მეშვეობით ანტრეპრენერები შეძლებენ მოახდინონ თავიანთი პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზება Intel Xe არქიტექტურაზე. როგორც ცნობილია, Intel Xe ვიდეო ბარათები წარმადობის მიხედვით დაყოფილი იქნება სამ ძირითად ჯგუფად: Xe-LP, Xe-HP და Xe-HPC. დიდი ალბათობით, ზემოთხსენებული Xe DG1 SDV მიეკუთვნება საწყისი დონის კატეგორიას, ანუ პირველ ჯგუფს. გავრცელებული ცნობებით გრაფიკულ პროცესორ Intel Xe DG1-ს აქვს 96 ბლოკი (Execution units, EU). საწყისი დონის ჯგუფის ვიდეო ბარათებს კომპაქტური გაბარიტები ექნება და წარმოდგენილნი იქნებიან დამატებითი კვების კონექტორის გარეშე. წინასწარი ცნობებით პორტების სახით ხელმისაწვდომია სამი DisplayPort და ერთი HDMI. https://3dnews.ru/1001115 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 12, 2020 Share Posted January 12, 2020 კარგია, ადრეულად რომ დაიწყო ინტელმა დეველოპერების ჩართვა. როგორც წერენ, დრაივერებზეც უკვე საკმაო სამუშაო გაწეულია და მათ შორის, სავარაუდოდ iGPU-სთან ტანდემში მუშაობაც შესაძლებელი იქნებაო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.