Magdalena Posted January 4, 2020 Share Posted January 4, 2020 გასული წლის ბოლოს Samsung-მა დააანონსა ახალი ლეპტოპები Galaxy Book Ion და Galaxy Book Flex, რომლებიც შემუშავებულია და გვევლინება Notebook 9 Pen-ისა და Notebook 9-ს ჩამნაცვლებლებად. ამჯერად კი, СES 2020-ზე კომპანიამ წარადგინა კიდევ ერთი მოდელი QLED ეკრანით: Galaxy Book Flex α, რომელშიც ხელმისაწვდომია Galaxy Book-ისთვის დამახასიათებელი რამდენიმე მაღალი კლასის ფუნქცია გაცილებით დაბალ ფასად. ისევე, როგორც უფროს მოდელ Galaxy Book Flex-ს, ახალ „ალფასაც“ ექნება 180 გრადუსით მოძრავი, “2-1-ში” ალუმინის კორპუსი და 13.3-დუიმიანი QLED Full HD დისპლეი. ლეპტოპს მეტად თანამედროვე დიზაინი აქვს და ხასიათდება მახვილი კუთხეებითა და ზომაში შემცირებული ჩარჩოებით. შედარებით დაბალი ფასის გათვალისწინებით Galaxy Book Flex α ლეპტოპს არ აქვს რამდენიმე ფუნქცია, მაგალითად: სენსორულ პანელში ინტეგრირებული უსადენო Qi სტანდარტის დატენვის შესაძლებლობა და S Pen სტილუსი შესაბამისი სლოტით, თუმცა ელექტრონული ფანქრის შეძენა დამოუკიდებლად შესაძლებელია. აპარატული შემადგენლობის კუთხით Galaxy Book Flex α იმუშავებს მეათე თაობის Intel Core პროცესორზე (მოდელი ჯერჯერობით დაუზუსტებელია), ექნება 8 ან 12 გბ ოპერატიული და 256 ან 512 გბ ფლეშ-მეხსიერება მოდიფიკაციის შესაბამისად. კომპანია Samsung-მა აგრეთვე განაცხადა, რომ Galaxy Book Flex α უზრუნველყოფს 17.5-საათიან ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობასა და სწრაფ დატენვას USB-C პორტით. Galaxy Book Ion-ისა და Galaxy Book Flex-ის რეკომენდირებული ფასები და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია (სავარაუდოდ, ორივე მათგანი 2020 წლის დასაწყისში გამოვა), თუმცა Samsung-მა განაცხადა, რომ Galaxy Book Flex α ლეპტოპების ქვედა კატეგორიაში მოექცევა, მისი გასაყიდი ფასი 829,99 აშშ დოლარი იქნება და გამოვა ზემოთხსენებულ ლეპტოპებზე ოდნავ მოგვიანებით - 2020 წლის პირველ ნახევარში. https://3dnews.ru/1000780 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.