Jump to content

Huawei-ს მობილური ეკოსისტემა 45 ათას აპლიკაციას მოიცავს


Recommended Posts

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ხელისუფლებამ Huawei შეიყვანა ე.წ. „შავ სიაში“, კომპანია Google-მა შეწყვიტა თანამშრომლობა ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტთან. ეს ნიშნავს იმას, რომ Huawei-ს ახალ სმარტფონებში არ იქნება გამოყენებული Google-ის სერვისები და აპლიკაციები. ჩინურ კომპანიას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა - გამოიყენოს პროგრამული პლატფორმა Android თავის სმარტფონებში, თუმცა მათში Google-ის ისეთი აპლიკაციების დაყენება, როგორებიცაა Gmail, Play Store, Chrome და YouTube - უკვე აღარ შეუძლია. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ Huawei-მ შექმნა საკუთარი ოპერაციული სისტემა HarmonyOS, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მობილურ მოწყობილობებში, ეს საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ როგორმე გაუწიოს კონკურენცია Google-ს, ჩინურ კომპანიას სჭირდება საკუთარი ოპერაციული სისტემის ირგვლივ სრულფასოვანი ეკოსისტემის ფორმირება. Huawei-ს განკარგულებაში უკვე არის Google Mobile Services-ის ანალოგი, რომლის სახელწოდებაა Huawei Mobile Services. რამდენიმე დღის წინ დაიწყო მისი საჯარო ტესტირება ჩინეთის ტერიტორიაზე. 

მიუხედავად ძალისხმევისა, Google-თან სრულფასოვან კონკურენციაზე საუბარი მეტისმეტად ნაადრევია. ამჟამად Huawei-ს ეკოსისტემაში შედის 45 ათასი აპლიკაცია იმ დროს, როდესაც Google Play Store-ის ციფრული კონტენტი მოიცავს დაახლოებით 3 მილიონ პროგრამულ პროდუქტს. მიუხედავად ამისა, Huawei აქტიურად აგრძელებს მუშაობას დასახული მიმართულებით და თავის მხარეს იზიდავს მთელი მსოფლიოს კომპანიებს. ამჟამად დაახლოებით  1 მლნ ანტრეპრენერი ქმნის აპლიაკაციებს Huawei-ს ეკოსისტემისთვის. ჩინური კომპანია აქტიურად უჭერს მხარს კონტენტის შემქმნელებს. ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი გახლავთ 1 მლრდ აშშ დოლარიანი  ფონდის შექმნა, რომელიც განკუთვნილია ხარისხიანი პროდუქტების შემქმნელების წახალისებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.