Jump to content

ტექნიკური ანალიზი: ხარული ტენდენციის შემოსაბრუნებლად საჭიროა Bitcoin-ის ფასი კიდევ 1000 აშშ დოლარით გაიზარდოს


Recommended Posts

რამდენიმე საათის განმავლობაში Bitcoin 7 ათასდოლარიანი ნიშნულის ზედა ხაზს დაუბრუნდა, თუმცა ტრენდის დაბრუნების დადასტურებისთვის საიროა კრიპტოვალუტამ გადალახოს 7870 აშშ დოლარიანი ნიშნული - თვლის CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსი ომკარ გოდბოული. 

შვიდთვიანი ნიშნულიდან 10%-ზე მეტით უკუქცევა დაფიქსირდა 18 დეკემბერს. უკანასკნელად დინამიკასთან შედარებით აღმავალი იმპულსი შეინიშნებოდა 25 ოქტომბერს. 

ბაზარზე განწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა იმისთვის, რომ გაირღვეს დათვური პატერნი დაღმავალი ტრენდის მინიმუმით, საიროა ფასმა გადააჭარბოს 29 ნოემბრის მაქსიმუმ და მოიმატოს კიდევ 1000 აშშ დოლარით. 

დღიური გრაფიკი 

image.png 

BTC/USD-ის გრაფიკი TradingView-სგან 

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში სტაბილურად ხდებოდა კლებადი მაქსიმუმის ფორმირება, მათგან უკანასკნელი იყო 7870 აშშ დოლარი. ეს სიმაღლე უკვე თითქმის ერთი თვეა უცვლელი რჩება. 

ნოემბრის ნიშნულის გადალახვა აუცილებელია ტრენდის მოკლევადიანი ცვლილებისთვის. RSI-ს განსხვავებულობის გათვალისწინები არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში მოხერხდეს ამ არასახარბიელო დონის დაძლევა. 

აღმავალი იმპულსი შესაძლოა მნშვნელოვნად გაძიერდეს, თუკი უახლოეს დღეებში BTC გადალახავს 7450 აშშ დოლარიან ნიშნულს 

ბაზარზე ვითარება რადიკალურად გაუარესდება, თუ ფასი 6428 აშშ დოლარიან ნიშნულს ქვემოთ ჩავა, თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებად არის მოსალოდნელი. 

კვირის გრაფიკი 

image.png 

BTC/USD-ის გრაფიკი TradingView-სგან 

ფასი აგრძელებს დაღმავალი მიმართულებით სვლას. ვითარების შემობრუნება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეალობა გახდება მხოლოდ ფიგურის ზედა საზღვრის გარღვევის შემხვევაში, რომელიც ამჟამა იმყოფება 8463 აშშ დოლარიან ნიშნულზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.