Jump to content

მოსაზრება: მოსალოდნელი ჰალვინგი მაინერებსა და კრედიტირების ბაზარს დაარტყამს


Recommended Posts

კრიპტოკრედიტირების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები - მაინერები შესაძლოა გაკოტრდნენ, თუკი ჰალვინგის შემდგომ Bitcoin-ის ფასი დაიწევს ან უცვლელი დარჩება- ამგვარი მოსაზრება გამოთქვა გამომცემლობა The Block-თან Iterative Capital-ის პარტნიორმა ლეო ჩჟანმა. 

მისი თქმით, უამრავი მსხვილი მაინერი თანამშრომლობს კრიპტო კრედიტირების ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Genesis Global Trading, Celsius და BlockFi. ისინი მოპოვებულ Bitcoin-ებს იყენებენ გირაოს სახით სესხებზე ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო კაპიტალის დეფიციტის შესავსებად. 

მაგალითად, ნოემბერში Genesis Global Trading-მა მაინინგ კომპანია Hut 8-ს შესავაზა 15 მლნ აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი, რომელიც განკუთვნილი იყო წინ, 14 მლნ აშშ დოლარიანი სესხის რეფინანსირებისთვის. 

image.png 

ჩჟანმა ხაზი გაუსვა, რომ მაინერები ფსონს BTC-ის ფასის მატებაზე დებენ. თუმცა, თუკი ჰალვინგის შემდეგ ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს, Bitcoin-ის მომპოვებელი კომპანიები შესაძლოა ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ და შეძლება სესხების დასაფარად გამოყენებული თანხებიც კი დაკარგონ. 

„Bitcoin-მაინერებთან საუბრის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ გარღვევის ფას დაახლოები 6500 აშშ დოლარია - აღნიშნა Genesis Global-ის ხელმძღვანელმა მაიკლ მორომ. - თუ მათ ეფექტური აღჭურვილობა ექნებათ, ეს მაჩვენებელი ნაკლები იქნება, ხოლო მოძველებული მოწყობილობების შემთხვევაში - გაცილებით მაღალი“. 

მორო არ გამორიცხავს, რომ ჰალვინგის შემდეგ მაინერებისთვის მომგებიანი ფასი შესაძლოა იყოს დაახლოებით 13 ათასი აშშ დოლარი. თუკი BTC-ის საბაზრო ღირებულება ამ ნიშნულს ქვემოთ აღმოჩნდება, ბევრი კომპანია უბრალოდ შეწყვეტს კრიპტოვალუტის მოპოვებას. 

„ვფიქრობ, ბევრს მოუწევს საკუთარი მოწყობილობების გამორთვა, თუკი ვეღარ მოახერხებენ საჭირო მოგების გენერირებას. და რა მოელის შემდეგ  მაინერების დამფინანსებელ ვენჩურულ კომპანიებსა და კრედიტორებს, თუ არა გაკოტრება?“ - აცხადებს Genesis Global-ის ხელმძღვანელი. 

მოროს აზრს იზიარებს Celsius Network-ის დამფუძნებელიც. იგი თვლის, რომ დაფინანსებული მაინერები აუცილებლად აღმოჩნდებიან პრობლემების წინაშე, თუკი ჰალვინგის შემდეგ BTC-ის ფასი 30%-ით მაინც არ გაიზრდება. 

Link to comment
Share on other sites

ერთადერთ გამოსავალს მაგ ყველაფრიდან ბიტკოინის ფასის რეზკათ აწევაში ვხედავ, შეიძლება რამე სხვა გზით წავიდნენ, მაგრამ ყველაზე ლოგიკური ფასის აწევის მცდელობა იქნება კაკ მინიმუმ და გამოუვათ თუ არა ეგ უკვე სხვა საკითხია, გაზაფხულზე გამოჩნდება ეგ ყველაფერი უფრო ნათლათ, ეხლა არაფერი არ ჩანს დიდათ, არც ის რომ ბიტკოინის ფასი 2000-3000$ დაეცემა 2020-2021 წლებში უეჭველი და არც ის რომ 15000$ გაცდება სიტყვაზე მაისამდე, აი ვირტუალური პროგნოზები რომ არ მართლდება ეგ ფაქტია, სანამ ფასი დაეცემოდა გაცილებით დაბალი პროგნოზები იყო, ეხლა როგორც კი გაიზარდა ფასი დაცემის შემდეგ პროგნოზებიც შეიცვალა ეგრევე https://longforecast.com/bitcoin-price-predictions-2017-2018-2019-btc-to-usd ანუ გამოდის რომ მაგ პროგნოზებს ბოლო კურსის ცვლილების მიხედვით ადგენენ და უბრალოთ დროის ფაქტორს უმატებენ კიდე, ეხლანდელ სულ ბოლო ტრენდზეა აგებული, თორე კურსი დიდათ არც შეცვლილა, რაც იყო დროპამდე ისევ იმაზე დაბრუნდა მაგრამ მოლოდინები ეგრევე გაიზარდა როგორც მაქსიმალური ასევე მინიმალური კურსის შემდეგ 4 წლის მანძილზე, 13800$ საერთოდ 50000-100000$ ეწერა მაგ პროგნოზში, 3000$ როცა იყო მთლათ 1100$ დაეცემაო ეწერათ, მაგრამ არცერთი არ ამხდარა ჯერ და შეიძლება არც ახდეს, კრუპნი ვეილსებზე და სპროსზე იქნება ისევ ბევრი რამე დამოკიდებული, რახან ინსტიტუციონალური ინვესტორები ასობით მილიარდის ჩადებას კრიპტობაზარში დღემდე ვერ რისკავენ, ერიდებიან დიდი ინვესტიციების დაბანდებას მაგ სფეროში, ისევ ოქრო იყიდონ ეგ ურჩევნიათ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით კურსი ადრე თუ გვიან გაცდება 20000$, მაგრამ ბევრათ მეტი დრო მოანდომოს შეიძლება მაგდენზე ასვლამ ვიდრე უმრავლესობას ეგონა 2017 წლის დეკემბერში თუნდაც, მაინც იმის შანსი რომ მაგდენზე ვეღარასოდეს ავიდეს უკვე კურსი უფრო მცირეა ვიდრე პირიქით, გაცდეს მაგ ატმეტკას რამდენიმე წლის შემდეგ მაინც და გააგრძელოს ზრდა კიდე, გამორიცხული კრიპტობაზარზე არაფერია, მაინინგს რაც შეეხება შეიძლება დროებით შეაჩერო და დაბუსტვა როცა დაიწყება ისევ ჩართო მერე, აი ეხლა ვიპოვე 2018 წლის დეკემბრის ეგეთივე პროგნოზი, 1000$ იყო ამ დროისთვის ლამის მინიმუმ წელს , და 2022 ბოლოსთვის 10000$, მაგრამ პირველი უკვე რეზკათ არ გამართლდა და მეორეზე წელს ავიდა უკვე 13800$-ზეც კი, ანუ არც ეგ გამართლდება ალბათ მაგ დროისთვის (გააჩნია რა ტრენდი იქნება 2022 წლისთვის) , ამიტომ არც ეხლანდელი 4 წლიანი პროგნოზი იქნება ნაწილობრივ სწორი მაინც, ვირტუალური პროგნოზია ეგ, მატანალიზს არ ექვემდებარება კრიპტობაზარი, სხვა რაღაცეებზეა უფრო დამოკიდებული გაიზრდება თუ დაეცემა კურსი, პირველ რიგში კრუპნი ვეილსებზე ალბათ, მერე უკვე საერთო სიტუაციაზე და კრიპტოვალუტის სპროსზე, ხო ერთ-ერთი ფიშკა ისაა რომ ყველაფერი ძალიან რეზკათ შეიძლება შეიცვალოს ძალიან სწრაფათ, ანუ როგორც გაიზარდოს სწრაფი ტემპებით კურსი, ასევე ძალიან სწრაფადვე დაეცეს, ეგეც კრუპნი ვეილსების მახინაციები უფროა, ყოველ წელიწადს იცვლება ხოლმე ტრენდი, შემდეგი წლის სიტყვაზე შეიძლება ამ წლის ტრენდს საერთოდ არ დაემთხვეს, მითუმეტეს ბიტკოინის აჩერედნოი ჰალვინგი მაისშია უკვე დაგეგმილი და მაგან გარკვეული ცვლილებები უნდა მოახდინოს ტრენდზე და კურსის აწევ-დაწევებზე მაგ პერიოდში, მაგრამ არც ისაა გამორიცხული რომ იგივე განმეორდეს დაახლოებით შემდეგ წელიწადსაც რაც წელს ხდებოდა წლის მანძილზე, მაგრამ აბიომები კურსის გაზრდის და დაცემის უკვე სხვა იყოს, ანუ უფრო მაღალი, ეგ ყველაზე კარგი პროგნოზი იქნება ალბათ, მაგრამ ნეგატიური პროგნოზი ძალიან უკან დახევს კრიპტოვალუტის ზრდას და განვითარებას ალბათ ბიტკოინის ჰალვინგის შემდეგ განსაკუთრებით, ნუ იმ დროისთვის 4000$ იგივეა რაც ეხლა 2000$ რომ დაცემულიყო სიტყვაზე, ანუ 6000$ და ქვემოთ უკვე სერიოზული კრიზისია ბაზარზე და არა მარტო ბიტკოინის მაინინგში

Link to comment
Share on other sites

ვერაფერი გავუგე ამ კოინებს და შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის საერთოდ?

ან ეს რომ არ არსებობდა ამის გარეშე არ დასტურდებოდა გადარიცხვები თუ რაღაცეები?

Link to comment
Share on other sites

ვირტუალური ვალუტაა, ტოპი ბიტკოინია, დანარჩენები უკან მოსდევენ უკვე წლებია, მაგრამ გადასწრებით ვერავინ გადაუსწრო ჯერ ან დაეწია მაინც კაპიტალიზაციითაც და პოპულარობით, რამდენათ აქტუალური იქნება ლონგ რანში მაგას დრო გვიჩვენებს, ბევრს აჩერედნოი პირამიდა გონია რომლის პარპაშიც მალე დასრულდება, თუმცა 10 წელი კი გავიდა და ჯერ კიდევ ცოცხალია, ქონდა მაგ პერიოდში მოშნი სპადებიც და წარმატებებიც უკვე, ჯამური კაპიტალიზაცია მოქმედებს კოინების ფასზე, ვრცლათ შეგიძლია აქ გადახედო ვინ რას შვება და რა ფორმაშია https://www.coingecko.com/en ანუ რაც უფრო მეტი დაინტერესდება და ჩადებს ფულს გარკვეულ კოინში მით უფრო გაიზრდება მაგ კოინის ღირებულება მაგ პერიოდში და პირიქით რაც უფრო დიდი იქნება მაგ კოინის დახურდავება და თავიდან მოცილება მით უფრო დაეცემა ფასი, კრიპტო ბუშტს მაგიტომაც ეძახიან ხშირათ მაგ ბაზარს, ვითონ აქამდე უნდა გამსკდარიყო მაგრამ გორორც ჩანს მანდაც დიდი მაყუთი კეთდება და გარკვეული ინვესტორების ნაწილი დაინტერესდა მაგ ბაზრითაც, 100000$ რომ იძახიან ბიტკოინი ეღირებაო იმას არ უყურებენ თუ რამდენათ უნდა გაიზარდოს ბიტკოინის კაპიტალიზაცია, ეხლა თუ 130 მილიარდია 7000, დაახლოებით 15-ჯერ უნდა გაზარდონ კაპიტალიზაცია ეგეთ პაკაზატელზე რომ ავიდნენ ეგ კი უკვე თითქმის 2 ტრილიარდი დოლარი გამოდის, ჩემი აზრით დაჟე 1 ტრილიარდიც ძალზე რთული მისაღწევი იქნება, თუმცა ნახევარი მილიარდი უფრო რეალურია შემდეგი 5 წლის მანძილზე, მაგრამ მთლათ ადვილი არც ეგ იქნება, წელს იყო დაახლოებით 215 მილიარდზე ასული, 20000$ როცა იყო კურსი 300 მილიარდსაც გაცდა მგონი მაშინ, ანუ 500 მილიარდი სავსებით რეალურია თუ ყველაფერი კარგათ დაჯდება ლონგ რანში, მაგრამ ტრილიარდი ან უფრო მეტი გაცილებით უფრო რთული მისაღწევი იქნება, ხო ბირჟებიც სადაც მაგ ვალუტებით ვაჭრობენ ვირტუალურია და კომპიუტერიდან ან მობილურიდან შეგიძლია მილიარდების ტრიალი მანდ, ბაზარს ძირითადათ კრუპნი ვეილსები აკონტროლებენ, ანუ დიდი ვეშაპები რომლებიც ასობით ბიტკოინს და სხვა პოპულარულ ვალუტას ფლობენ და როგორც გაეხაერდებათ იქიტკენ მიაქროლებენ ხოლმე ხშირათ კურსს, სანამ მოშნათ არ გაიზრდება კაპიტალიზაცია ეგ მასე დარჩება ალბათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.