Magdalena Posted December 2, 2019 Posted December 2, 2019 მცირე ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Xiaomi აანონსებს Redmi K30 5G მოდელს, რომლის საბაზისო მოდიფიკაცია 6/64 გბ მეხსიერებით შეფასებულია 355 აშშ დოლარად. როგორც ცნობილი გახდა, ბრენდი Realme ამ სმარტფონის ერთდროულად ორ კონკურენტ მოწყობილობას ამზადებს. ესენია Realme X50 5G და Realme X50 Lite 5G. Xiaomi Redmi K30 5G-ის მთავარი კონკურენტი სტანდარტული ვერსიის მოდელი იქნება. როგორც ცნობილია, მას ექნება პროცესორი Snapdragon 735, რომლის წარდგენაც ჯერ არ მომხდარა. სწორედ ეს ცალკრისტალიანი სისტემა იქნება გამოყენებული Redmi K30 5G-ში. Realme X50 5G სმარტფონს ექნება ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა 60-მეგაპიქსელიანი Sony IMX686 სენსორით, თუმცა არ ექნება ტელეობიექტივი. ხელმისაწვდომი იქნება 8-მეგაპიქსელიანი უნივერსალური, ფართოკუთხიანი მოდული, აგრეთვე 2+2-მეგაპიქსელიანი მოდულები სიღრმისეული და მაკროგადაღებებისთვის. ფრონტალური კამერის გაფართოება შეადგენს 32+8 მეგაპიქსელს. 8-მეგაპიქსელიანი სენსორი გაერთიანებული იქნება ფართოკუთხიან ოპტიკასთან. წინასწარი მონაცემების თანახმად ახალი სმარტფონის ბატარეის მოცულობა იქნება 4500 მა/სთ. ოპონენტისგან განსხვავებით Realme X50 5G-ს უსადენო დატენვის მხარადჭერაც ექნება, აგრეთვე სადენიანი, საფირმო VOOC 4.0 სტრანდარტის დატენვის რეჟიმიც. კონფიგურაციაში შევა Samsung-ის მიერ წარმოებული 6.44-დუიმიანი OLED-ეკრანი ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორითა და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. Redmi K30 5G სმარტფონის ეკრანის კადრის განახლების სიხშირე კი არაოფიციალური ინფორმაციით 120 ჰერცს შეადგენს. ახალი სმარტფონი გაყიდვაში სამ კონფიგურაციად გამოვა: საბაზისო მოდელი წარმოდგენილი იქნება 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით. აგრეთვე გამოვა ვერსიები 8/128 და 8/256 გბ მეხსიერებით, კომპლექტაციის შესაბამისად. მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე Realme X50 Lite 5G გაცილებით დიდია: მისი ეკრანის ზომა იქნება 6.55 დუიმი, კადრის განახლების სიხშირე კი - 60 ჰერცი. ფრონტალური კამერის მოდული 32-მეგაპიქსელიანი იქნება, ძირითად კამერაში კი არ გვხვდება Sony-ს 60-მეგაპიქსელიანი სენსორი - მის ადგილს დაიკავებს 16-მეგაპიქსელიანი მოდული. 5G სმარტფონს საფუძვლად დაედება პროცესორი MediaTek MT6885 5G, რომელიც ტაივანურ კომპანიას ოფიციალურად ჯერ არ დაუანონსებია. ბატარეის მოცულობა იქნება 5000 მა/სთ. ეს მოდელი მეხსიერების მოცულობის მხრივ ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ კონფიგურაციებად: 6 ან 8 გბ ოპერატიული და 64 ან 128 ინტეგრირებული მეხსიერება, შესაბამისად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/32062/realme-x50-i-realme-x50-lite-mogut-stat-samymi-deshevymi-5g-smartfonami-v-mire Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.