Jump to content

Realme X50 და Realme X50 Lite შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე იაფი 5G-სმარტფონები აღმოჩნდეს


Recommended Posts

მცირე ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Xiaomi აანონსებს Redmi K30 5G მოდელს, რომლის საბაზისო მოდიფიკაცია 6/64 გბ მეხსიერებით შეფასებულია 355 აშშ დოლარად. როგორც ცნობილი გახდა, ბრენდი Realme ამ სმარტფონის ერთდროულად ორ კონკურენტ მოწყობილობას ამზადებს. ესენია Realme X50 5G და Realme X50 Lite 5G. 

Xiaomi Redmi K30 5G-ის მთავარი კონკურენტი სტანდარტული ვერსიის მოდელი იქნება. როგორც ცნობილია, მას ექნება პროცესორი Snapdragon 735, რომლის წარდგენაც ჯერ არ მომხდარა. სწორედ ეს ცალკრისტალიანი სისტემა იქნება გამოყენებული Redmi K30 5G-ში. 

Realme X50 5G სმარტფონს ექნება ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა 60-მეგაპიქსელიანი Sony IMX686 სენსორით, თუმცა არ ექნება ტელეობიექტივი. ხელმისაწვდომი იქნება 8-მეგაპიქსელიანი უნივერსალური, ფართოკუთხიანი მოდული, აგრეთვე 2+2-მეგაპიქსელიანი მოდულები სიღრმისეული და მაკროგადაღებებისთვის. ფრონტალური კამერის გაფართოება შეადგენს 32+8 მეგაპიქსელს. 8-მეგაპიქსელიანი სენსორი გაერთიანებული იქნება ფართოკუთხიან ოპტიკასთან. 

წინასწარი მონაცემების თანახმად ახალი სმარტფონის ბატარეის მოცულობა იქნება 4500 მა/სთ. ოპონენტისგან განსხვავებით Realme X50 5G-ს უსადენო დატენვის მხარადჭერაც ექნება, აგრეთვე სადენიანი, საფირმო VOOC 4.0 სტრანდარტის დატენვის რეჟიმიც. კონფიგურაციაში შევა Samsung-ის მიერ წარმოებული 6.44-დუიმიანი OLED-ეკრანი ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორითა და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. Redmi K30 5G სმარტფონის რანის კადრის განახლების სიხშირე კი არაოფიციალური ინფორმაციით 120 ჰერცს შეადგენს. 

image.png 

ახალი სმარტფონი გაყიდვაში სამ კონფიგურაციად გამოვა: საბაზისო მოდელი წარმოდგენილი იქნება 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით. აგრეთვე გამოვა ვერსიები 8/128 და 8/256 გბ მეხსიერებით, კომპლექტაციის შესაბამისად.  

მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე Realme X50 Lite 5G გაცილებით დიდია: მისი ეკრანის ზომა იქნება 6.55 დუიმი, კადრის განახლების სიხშირე კი - 60 ჰერცი. ფრონტალური კამერის მოდული 32-მეგაპიქსელიანი იქნება, ძირითად კამერაში კი არ გვხვდება Sony-ს 60-მეგაპიქსელიანი სენსორი - მის ადგილს დაიკავებს 16-მეგაპიქსელიანი მოდული. 

5G სმარტფონს საფუძვლად დაედება პროცესორი MediaTek MT6885 5G, რომელიც ტაივანურ კომპანიას ოფიციალურად ჯერ არ დაუანონსებია. ბატარეის მოცულობა იქნება 5000 მა/სთ. ეს მოდელი მეხსიერების მოცულობის მხრივ ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ კონფიგურაციებად: 6 ან 8 გბ ოპერატიული და 64 ან 128 ინტეგრირებული მეხსიერება, შესაბამისად. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.