Magdalena Posted November 15, 2019 Share Posted November 15, 2019 ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა წარადგინა MacBook-სერიის ახალი ლეპტოპი. კალიფორნიელი მწარმოებელი ამ მოწყობილობას მოიხსენიებს მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალურ ლეპტოპად. ლეპტოპს აქვს ახალი კლავიატურა Magic Keyboard, რომელმაც საფირმო ტიპის კლავიატურა ჩაანაცვლა. ახალ MacBook-ში გამოყენებულია LCD დისპლეი, იგი დიაგონალზე 16 დუიმია, გაფართოება შეადგენს 3072 х 1920 პიქსელს. პიქსელების სიმჭიდროვე შეადგენს 226 ppi-ს. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 500 კდ/კვმ. მოწყობილობის კონფიგურაციაში შედის სენსორული პანელი Touch Bar, სენსორი Touch ID მომხმარებლის აუთენტიფიკაციისთვის, ექვსი დინამიკი, ტრეკპადი force Touch და ჩიპი Apple T2 Security, რომელიც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ინტერფეისებიდან მოცემულია ყურსასმენების კონექტორი, ოთხი USB Type-C პორტი Thunderbolt 3 მხარდაჭერით, აგრეთვე Wi-Fi და Bluetooth 5 ადაპტერები. კომპლექტაციის მიხედვით MacBook Pro-ს შემადგენლობაში შესაძლებელია იყოს Intel Core i7 ან მეცხრე თაობის Core i9 პროცესორი 5.5 გჰც სიხშირით. გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია 7-ნანომეტრიანი ვიდეო ბარათით - 4/8 გბ მეხსიერების მოცულობის მქონე Radeon Pro 5300M ან 5500M. კომპანიის თქმით, ახალი ლეპტოპი 80%-ით სწრაფად დაამუშავებს ვიდეოს გრაფიკულ რედაქტორებში, თამაშებში წარმადობის ზრდა კი 60 % წინა თაობის MacBook Pro-სთან შედარებით. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 512 გბ ან 1 ტბ. ამასთან, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ პირველად MacBook Pro-ში ჩააყენონ 8 ტერაბაიტიანი SSD. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ იქნება. Apple ამტკიცებს, რომ ერთ დატენვაზე ლეპტოპის ავტონომიური მუშაობის დრო 11 საათია. ახალი MacBook Pro უკვე იყიდება. იგი ხელმისაწვდომია ნაცრისფერ და ვერცხლისფერ ფერებში. მოწყობილობის ფასი იწყება 2399 აშშ დოლარიდან. უფროსი ვერსიის ლეპტოპი კი 6099 დოლარი ღირს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/31644/anonsirovan-apple-macbook-pro-luchshij-professionalnyj-noutbuk-v-mire-za-2399-6099-dollarov Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.