Jump to content
Magdalena

დაანონსდა Apple MacBook Pro – საუკეთესო პროფესიონალური ლეპტოპი 2399-6099 დოლარად

Recommended Posts

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა წარადგინა MacBook-სერიის ახალი ლეპტოპი. კალიფორნიელი მწარმოებელი ამ მოწყობილობას მოიხსენიებს მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალურ ლეპტოპად. 

image.png 

ლეპტოპს აქვს ახალი კლავიატურა Magic Keyboard, რომელმაც საფირმო ტიპის კლავიატურა ჩაანაცვლა. ახალ MacBook-ში გამოყენებულია LCD დისპლეი, იგი დიაგონალზე 16 დუიმია, გაფართოება შეადგენს 3072 х 1920 პიქსელს. პიქსელების სიმჭიდროვე შეადგენს 226 ppi-ს. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 500 კდ/კვმ. 

მოწყობილობის კონფიგურაციაში შედის სენსორული პანელი Touch Bar, სენსორი Touch ID მომხმარებლის აუენტიფიკაციისთვის, ექვსი დინამიკი, ტრეკპადი force Touch და ჩიპი Apple T2 Security, რომელიც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ინტერფეისებიდან მოცემულია ყურსასმენების კონექტორი, ოთხი USB Type-C პორტი Thunderbolt 3 მხარდაჭერით, აგრეთვე Wi-Fi და Bluetooth 5 ადაპტერები. 

image.png 

კომპლექტაციის მიხედვით MacBook Pro-ს შემადგენლობაში შესაძლებელია იყოს Intel Core i7  ან მეცხრე თაობის Core i9 პროცესორი 5.5 გჰც სიხშირით. გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია 7-ნანომეტრიანი ვიდეო ბარათით  - 4/8 გბ მეხსიერების მოცულობის მქონე Radeon Pro 5300M ან 5500M. კომპანიის თქმით, ახალი ლეპტოპი 80%-ით სწრაფად დაამუშავებს ვიდეოს გრაფიკულ რედაქტორებშ, თამაშებში წარმადობის ზრდა კი 60 % წინა თაობის MacBook Pro-სთან შედარებით. 

ფლეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 512 გბ ან 1 ტბ. ამასთან, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ პირველად MacBook Pro-ში ჩააყენონ 8 ტერაბაიტიანი SSD. პერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ იქნება. Apple ამტკიცებს, რომ ერთ დატენვაზე ლეპტოპის ავტონომიური მუშაობის დრო 11 საათია. 

image.pngimage.png 

ახალი MacBook Pro უკვე იყიდება. იგი ხელმისაწვდომია ნაცრისფერ და ვერცხლისფერ ფერებში. მოწყობილობის ფასი იწყება 2399 აშშ დოლარიდან. უფროსი ვერსიის ლეპტოპი კი 6099 დოლარი ღირს. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...