Magdalena Posted November 7, 2019 Share Posted November 7, 2019 რესურს GameWatcher-ის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ახალი ოფიციალური Alien-ის სამყაროს აღწერა: მასში ნათქვამია, რომ ხსენებული წიგნი იქნება მრავალმომხმრებლიანი შუთერის ფრიქველი, რომელშიც კარგად ნაცნობ ქსენომორფებს ვიხილავთ. თამაშის ავტორია სტუდია Cold Iron Studios. ნაწარმოების მოკლე აღწერა ამგვარია: „დოქტორი ტიმოთი ჰოენიკერი (Timothy Hoenikker) ჩავიდა სადგურ „პალა“-ზე, რომელიც კორპორაცია „Weyland-Yutani“-ს ეკუთვნის. მეცნიერს დაგეგმილი ჰქონდა ეხილა უცხოპლანეტური არტეფაქტები, თუმცა აღმოჩნდა ობიექტის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ბიუროკრატიული და გაუმართლებელი ექსპერიმენტების წინაშე. სადგურზე მომუშავეები იკვლევდნენ ქსენომორფების სხეულების გავლენას ცოცხალ ორგანიზმებზე. მალე ცხადი გახდა, რომ ადამიანთა რიგებში არის პიროვნება, რომლის ქმედებებიც კატასტოფის მიზეზი გახდება. ყოფილი მებრძოლი Victor Rawlings ეჭვს აიღებს ვითარებაზე და თავის ირგვლივ მეომარი ვეტერანების გუნდს შემოიკრებს. როდესაც სადგურზე უცხოების ემბრიონების მორიგი ნაკადი გაჩნდება, ექსპერიმენტები კონტროლის ზონიდან გამოდის და ვითარება მხოლოდ გამოცდილი ჯარისკაცების იმედზე რჩება“. როგორც GameWatcher-ის ჟურნალისტებმა აღნიშნეს, მსგავსი ფრიქველები უმეტესად ჩნდება მთავარი პროექტის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე. ზემოთხსენებული წიგნი გაყიდვაში 2020 წლის 28 ივლისს გამოვა, რაც მრავალმომხმარებლიანი შუთერის გამოსვლის სავარაუდო თარიღზე მიგვანიშნებს. თავად სტუდია ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს. https://3dnews.ru/997085 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted November 7, 2019 Share Posted November 7, 2019 რეალურად კი არცერთი ნაწილი არ იყო ისეთი პოპულარული როგორც isloation და რა გაუხურეს ამ შუტერს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.