Jump to content

11 წლის წინ სატოში ნაკამოტომ Bitcoin-ის White Paper გამოაქვეყნა


Recommended Posts

image.png

31 ოქტომბერს თერთმეტი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც Bitcoin-ის white paper გამოქვეყნდა იდუმალი პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ, რომელიც იდენტიფიცირდება, როგორც სატოში ნაკამოტო. 

რევოლუციური ტექსტი: 

Bitcoin: ერთრანგიანი (Peer-to-Peer) ელექტრონული საგადახდო სისტემა - გასაჯაროვდა 2008 წლის 31 ოქტომბერს და აღწერილია, როგორც დაცული, დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოიკვლიოს და შემოწმდეს ციფრული ტრანზაქციები, შემცირდეს ზედმეტი ხარჯები და მოხდეს გამჭვირვალე ჩანაწერის გენერირება, რათა შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება რეალური დროის რეჟიმში. 

გამოქვეყნებული პროტოკოლი წარმოადგენდა კრიპტოგრაფიკულად დაცულ სისტემას - იგი დაფუძნებული იყო Proof-of-Work ალგორითმზე, რომელშიც დამაინებულია Bitcoin-ები ცალკეული ნოუდებით, რომლებიც სხვა ნოუდებით კონტროლდება და მოწმდება დეცენტრალიზებულ ქსელში. 

ხსენებული სისტემა მოიცავდა შესაძლებლობას - გადალახულიყო შუამავლების საჭიროება, მაგალითად ბანკებისა და სხვა ფინანსური დაწესებულებები, რათა გაადვილებულიყო ტრანზაქციების აუდიტი. 

11 წლის შემდეგ Bitcoin ქსელის ჰეშრეითში ახალ რეკორდებს ამყარებს - მთელი გამომთვლელი სიმძლავრე ჩართულია ბლოკჩეინზე ტრანზაქციების შემოწმებაში დროის ნებისმიერ მომენტში. 

მეტი ძალისხმევა და თანამონაწილეობა უზრუნველყოფს ქსელის უფრო მეტ უსაფრთხოებას და მოწმობს Bitcoin-ის მოპოვების მომგებიანობის პოტენციალის ფართოდ აღიარებას. 

მიმდინარე თვის მდგომარეობის შეჯამების შედეგად დადგინდა, რომ Bitcoin-ბლოკჩეინის პირველი ბლოკის შექმნიდან - 2009 წლის 3 იანვრიდან მოყოლებული (რომელიც ტექნიკურ ენაზე “genesis block”-ად იწოდება), მაინერებმა საერთო ჯამში 15 მლრდ დოლარზე მეტი მოგება მოიპოვეს. 

2010 წლის 17 მარტს დაფიქსირდა Bitcoin-ის ისტორიაში პირველი სავაჭრო ფასი ამჯერად უკვე არასებულ სავაჭრო პლატფორმა bitcoinmarket.com-ზე - 0.003 აშშ დოლარი. 

ამგვარად, კრიპტოვალუტის კურსის ზრდა ამჟამად 304033233%-იანი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი: Bitcoin დღესდღეობით 9120 აშშ დოლარის ფარგლებში იყიდება. 

მიმდინარე წლის აგვისტომდელი მონაცემებით Bitcoin-ის 85 % მოპოვებულია და სამომავლოდ დარჩა მხოლოდ 3.15 მილიონი ახალი მონეტა. 

თერთმეტი წლის განმავლობაში Bitcoin-ის შემქმნელის ირგვლივ არსებული საიდუმლო გაუმხლელი რჩება. ყველა, ვინც კრიპტო-ქომიუნითის წევრია თუ არაწევრი, ნაკამოტოს ვინაობის დადგენას უშედეგოდ ცდილობს მას შემდეგ, რაც 2011 წელს იდუმალი ფიგურა პირველად დადუმდა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.