Jump to content

Nasa აანონსებს ახალ პროექტს უცხოპლანეტური სიცოცხლის საძიებლად


Recommended Posts

NASA-ს სპეციალისტებმა ჩაიფიქრეს ახალი პროექტი, რომელშიც გაერთიანდება TESS-ისა და Breakthrough Listen-ის ტელესკოპების ტექნოლოგიები. 

ასტრონომები, რომლებიც ჩართულნი არიან პროგრამა TESS-ში (Transiting Exoplanet Survey Satellite), უახლოეს მომავალში აქტიურად ითანამშრომლებენ პროექტ Breakthrough Listen-თან და ერთად დაიწყებენ უცხოპლანეტური წარმოშობის სიცოცხლის ძიებას. მათი ალიანსი საფუძველს ჩაუყრის კოსმოსური სააგენტოს ახალ პროექტს. 

შევძლებთ თუ ვერა უცხოპლანეტური სიცოცხლის აღმოჩენას? 

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერ-ასტრონომების ყველა ცდა - ეპოვათ ჰიპოთეტური უცხოპლანეტური სოცოცხლე - წარუმატებელი იყო, NASA-ს სპეციალისტები არ ნებდებიან და გადაწყვეტილი აქვთ სამომავლო ძიების გაგრძელება. 

TESS-ის ყველაზე ცნობილი „ეგზოპლანეტებზე მონადირე“ დედამიწის ახლო ორბიტაზე გავიდა 2018 წლის აპრილში მიზნით - დახმარებოდა კაცობრიობას დიდი ხნის ოცნების ასრულებაში  - გაეცნო უცხო პლანეტები და შორეული სამყაროები. კოსმოსური აპარატი მისიას ახორციელებს ე.წ. „ტრანზიტული მეთოდით“ - ეძებს ეგზოპლანეტებს ვარსკვლავის გამოსხივების უმცირესი ცვლილების დროს. თეორიულად ამ დროს ვარსკვლავის ფონზე რომელიმე ეგზოპლანეტა უნდა გამოჩნდეს (რაც იწვევს გამოსხივების, განათების შეცვლას). ამ დრომდე მეცნიერებმა შეძლეს აღმოეჩინათ 146 ეგზოპლანეტა. 

image.jpeg 

რადგანაც TESS ფოკუსირებულია მზესთან ახლომდებარე ვარსკვლავებზე, მისი ზოგიერთი აღმოჩენა სასარგებლო იქნება სამომავლო მისიებისთვის, რომლებიც უფრო სრულყოფილი ნსტრუმენტებით იქნება წარმოდგენილი. ამ დროისთვის არსებული უმძავრესი ტელესკოპი James Webb, რომელიც ჯერჯერობით შემუშავების სტადიაშია, შეძებს გამოიკვლიოს წინამორბედების აღმოჩენების საფუძველზე ის სივრცეები, სადაც პოტენციურად შესაძებელია სიცოცხლის არსებობა. 

Breakthrough Listen-ის, TESS-ისა და James Webb-ის მოწყობილობებს დიდი ალბათობით დაემატება მთელი რიგი სხვა ღირსშესანიშნავი ინსტრუმენტები, მაგალითად დასავლეთ ვირჯინიისა და ავსტრალიის Green Bank და Parkes რადიოტელესკოპები, ასევე MeerKAT და კალიფორნიული ტელესკოპი Planet Finder. ასე, რომ არსებობს იმედი - უცხოპლანეტური სიცოცხლის ძიებაში მალე წარმატებები გამოჩნდეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.