Jump to content

Tesla-მ წარადგინა სახლის სახურავებზე დასაყენებელი ახალი ვერსიის მზის პანელები


Recommended Posts

კომპანია Tesla-მ წარადგინა ახალი თაობის მზის პანელები, რომლებიც განკუთვნილია სახლის სახურავებზე განთავსებისთვის. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ კომპანია აპირებს ამგვარი პანელების მასიურ წარმოებას. ილონ მასკის თქმით, ახალი თაობის ბატარეები იმ ჩვეულებრივ სახურავებზე იაფი ღირს, რომლებზეც მონტაჟდება სტანდარტული მზის პანელები. 

image.png 

ასევე ცნობილია, რომ Tesla-მ უკვე დაიწყო ახალი პანელების დამონტაჟება, უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოება მელი სიმძავრით დაიწყება. მასკი თვლის, რომ მომავალში კომპანია შეძლებს ყოველ კვირაში 1000 სახლზე დააყენოს მზის პანელები. განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ პანელების ახალი ვერსია გაცილებით სრულყოფილია წინა ორ მოდელთან შედარებით: კონსტრუქცია გახდა  უფრო მარტივი, ენერგოეფექტური და იაფი - აცხადებენ Tesla-ში. 

სახურავის მინიმალური ფართობი, რომელზეც შესაძლებელია Tesla-ს ახალი მზის პანელები განთავსდეს, 186 ²-ის ტოლია. სახურავის აღჭურვისთვის საჭირო ყველა კომპონენტის შეძენა 42 ათასი დოლარი ჯდება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პანელების დამონტაჟებას ცალკე ფინანსური სარგებელი აქვს მაშინ, როდესაც სახლის სახურავი უკვე დაძველებულია და რემონტს საჭიროებს. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია მზადაა მომხმარებელს არა მარტო მიაწოდოს პანელები, არამედ თავად დაუმონტაჟოს მთელ სახურავზე: Tesla-ს მომსახურება უფრო იაფია, ვიდრე მთელი სახურავის შეცვლა და სხვა კომპანიის მერ წარმოებული პანელების შეძენა. 

ახალი პანელები დაფარულია მუქი, ნაწრთობი მინით. კომპანია 25-წლიან გარანტიას იძლევა პანელებით აღჭურვილ სახურავზე. ამ დროისთვის ხელმისაწვდომია დიზაინის მხოლოდ ერთი ვარიანტი, თუმცა Tesla პირობას იძევა, რომ ყოველ 6-9 თვეშ ერთხელ პანელების გარეგნული სახის აალ დიზაინს წარადგენს. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

თემა ორჯერ დაიპოსტა და ჯობია ერთ-ერთს წავშლი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.