Jump to content

Tesla მზადაა ელექტრომობილების მწარმოებელ სხვა კომპანიებს საკუთარი კომპონენტები და ტექნოლოგიები გაუზიაროს


Recommended Posts

კვარტალურ ანგარიშან დაკავშირებულ კონფერენციაზე ანალიტიკოსებმა დასვეს კითხვა, არის თუ არა კომპანია მზად ხელი შეუწყოს ელექტომობილების პოპულარიზაციას და აქვს თუ არა კეთილი ნება - კონკურენტებს გაუზიაროს თავისი კომპონენტები და ტექნოლოგიები. როგორც ილონ მაკსმა განაცხადა, გასულ კვარტალში კომპანიის მთელი ძალა და რესურსები მიმართული იყო Model 3-ის წარმოების გაზრდისა და შეფერხებების აღმოფხვრისკენ. აკუმულატორების მუდმივი დეფიციტი კომპანიას ხელს ვერ შეუშლის მალე წარადგინოს მესამე თაობის მზის პანელები, რომელთაც მასკის აზრით კომერციული წარმატება ელოდება.  

image.jpeg 

Tesla-ს დამფუძნებელმა პუბლიკას შეახსენა, რომ კომპანიამ უკვე დიდი ხანია წვდომა გახსნა თავისი პატენტების უმეტესობაზე, რომლებიც უკავშირდება ელექტრომობილებსა და საჭირო კომპონენტების წარმოებას. მეორე რიგში, მასკის თქმით, თუკი ბაზრის კონიუნქტურა ამ შემოთავაზებას მიესალმება, იგი ვერ ხედავს დაბრკოლებას ელექტრომობილების სხვა მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობაში. Tesla-ს შეუძლია მათი მომარაგება ელექტროძრავებითა და ბატარეებით, ასევე ნებისმიერი ხელთ არსებული ტექნოლოგიით. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომპანიას მიზნად აქვს დასახული ელექტრომობილების წარმოების მოცულობის გაზრდა და უახლოეს წლებში შესაძოა ასეთი სახის თანამშრომლობა გაუჭირდეს. 

Tesla-ს არსებობის ისტორიასაც ახსოვს დახმარების მიების მაგალითები უფრო გამოცდილი „ტექნოლოგიური დონორებისგან“. ადრეული პროტოტიპების სავალი ნაწილები, სერიული წარმოების ტექნოლოგია და ავტომობილების აწყობა - ყველა ამ სფეროში Tesla-ს დასჭირდა გარე კონტრაქტორებისა და მსხვილი აქციონერების მხარდაჭერა, რომელთა შორისაა Daimler და Toyota. მოგვიანებით მათ Tesla-ს თავიანთი წილი გაყიდეს, გერმანულმა ავტოგიგანტმა კი მცირე ხნის წინ კვლავ გამოთქვა სურვილი - აღადგინოს თანამშრომლობა თავის „ამერიკელ მოსწავლესთან“. 

დამატების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Tesla შანსს არ უშვებს ხელიდან - ისაუბროს კონკურენტებთან შედარებით თავისი ტექნოლოგიური უპირატესობისა და აღმატებულობის შესახებ. ზემოხსენებულ კონფერენციაზე მასკმა განაცხადა, რომ ბაზარზე არსებული მაქსიმალური მოცულობის ბატარეების მქონე სხვა ელექტრომობილები ჯერ კიდევ ჩამოუვარდება გავლილი მანძილის მარაგით Tesla-ს საბაზისო კომპლექტაციის მანქანებს. ასევე, მართვის პროცესის ავტომატიზირება და უსაფრთხოებაც არაერთხელ გამხდარა კონკურენტებზე აღმატებულობის მაგალითებად მოყვანილი.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.