Jump to content

Horizen – 2019 წლის მესამე კვარტლის მიმოხილვა


Recommended Posts

image.jpeg

მივუახლოვდით 2019 წლის მესამე კვარტლის დასასრულს და ამ ხნის განმავლობაში უამრავი განახლება-განვითარება განავიცადეთ, მათ შორის ჩვენი საიდჩეინების მნიშვნელოვანი პროგრესი, Horizen-ის არხისა და ჩვენი ფლაგმანური აპლიკაცია Sphere-ის განახლება. აგრეთვე ამოქმედდა ახალი Weekly Insider team call. ზაფხული დასრულდა ახალი აღმოჩენებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის მეოთხე კვარტალს სრული ძალით ვიწყებთ. 

image.jpeg 

მნიშვნელოვანი მოვლენები 

ჩვენი გუნდის მიერ გაწეულმა მძიმე და თავდაუზოგავმა შრომამ აამაღლა Horizen-ის რეიტინგი CoinMarketCap-ზე A (attractive) დონემდე. რეიტინგის თანახმად შევდივართ საუკეთესო პროექტების რიცხვში Flipside Crypto-ს რეიტინგის მიხედვით. A დონეზე მყოფ პროექტებს შორისაა ასევე Bitcoin, Monero და Dash. 

შეფასება წარმოადგენს საზომს, რომელიც გამოიყენება პროექტის საერთო მდგომარეობის შეფასებისთვის და დაფუძნებულია სასიცოცხლო ციკლის სამ ძირითად პრინციპზე:  

  • მომხმარებლის აქტიურობა; 

  • დეველოპერის, ანტრეპრენერის ქმედება; 

  • ბაზრის სიმწიფე. 

Horizen-ის გუნდმა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიაღწია ხსენებულ დონეს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც შემოუერთდა ჩვენს Weekly Insider-ს და გვეხმარებიან ჩვენი პროექტის სრულყოფაში! 

image.jpeg 

ქომიუნითი 

ამ მიმართულებით უამრავი ახალი თანამოაზრე შევიძინეთ ჩვენს სოციალურ არხებში, განსაკუთრებით Telegram-ში. მოხარულნი ვართ, რომ ახალ წევრებს მოსწონთ ჩვენი ტექნოლოგიები. გვსურს, მივესალმოთ ჩვენს ახალ წევრებს და მადლობას მოვახსენებთ ყველას, ვინც ამ მიმართულებით დაგვეხმარა! 

ქომიუნითის სხვა წევრების გაცნობის მიზნით წამოვიწყეთ ბლოგების მართვის ახალი ეტაპი ჩვენი საუკეთესო წევრების ხელმძღვანელობით, რომელთა გაცნობაც ჩვენს ბლოგზე შეგიძლიათ. 

ინჟინერია 

მესამე კვარტალში ინჟინერთა გუნდი ორიენტირებული იყო ჩვენი საიდჩეინებისთვის ფუნდამენტის ჩაყრაზე. მათ წარმატებით დანერგეს პირველი ნოუდები სატესტო ქსელში - ნოუდების სინქრონიზაცია მთავარ ჯაჭვსა და საიდჩეინს შორის სტაბილური აღმოჩნდა. მოუთმენლად ველით, რას მოგვიმზადებს სამუშაო გუნდი წლის მეოთხე კვარტლისათვის! 

გაუმჯობესება და განახლება შეეხო Sphere by Horizen-საც. 1.2.0b ვერსიას დაემატა  batch withdraw და batch split ფუნქციები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვუახლოვდებით Sphere-ს მობილური ვერსიის ამოქმედებასაც, ასე რომ თვალყური ადევნეთ განახლებებს. 

image.jpeg 

საქმიანობის განვითარება 

ჩვენმა ბიზნესის განვითარების გუნდმა ხელი შეუწყო ZEN-ის ინტეგრაციას ისეთ პარტნიორებთა, როგორიცაა Xpay.Cash, ლათინოამერიკული POS-სისტემა, რომელიც კოლუმბიის რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელშია წამორდგენილი. ასევე მოხდა ZEN-ის ინტეგრაცია Accointing-თან, რომელიც კრიპტოსავალუტო გადახდების მართვის მთავრი პლატფორმაა. ამგვარი თანამშრომლობა ZEN-ს საშუალებას აძლევს გახდეს უფრო მეტად მოსახერხებელი ჩვენი ქომიუნითისთვის და ხელს უწყობს მისი ქსელის გაფართოებას. 

მარკეტინგი 

მარკეტინგის ჯგუფი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გვიზიარებს: მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა და UX დირექტორმა ბოლო თვეების მანძლზე თავდაუზოგავად იშრომეს, რათა რამდენიმე გასაოცარი ფუნქცია მიენიჭებინათ Horizen faucet-სთვის. ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია გულისხმობს მუდმივი, ერთგული მომხმარებლების წახალისებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაჯილდოვდებიან კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ZEN-ით რეგულარულად.  

სამუშაო გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ ჩვენი მთავარი ფასეულობის - გამჭვირვალობის მიმართულებით. ყოველ ხუთშაბათს გუნდი იკრიბება ჩვენს არხ Discord-ზე, რათა ქომიუნითის წევრებს გაუზიარონ პროექტის განახლებებისა და იახალეების შესახებ. ოცდაათწუთიანი ჩართვა მოიცავს კითხვა-პასუხის სესიებს, რომელშიც პროექტის ხელმძღვანელობა მსმენელების ნებისმიერ კითხვას პასუხობს. Weekly Insider-ის ჩანაწერები აგრთვე ქვეყნდება Horizen-ის პოდკასტსა და YouTube-ის არხზე. გამჭვირვალობის ამაღლებული დონე მეტად დადებითად იქნა მიღებული ჩვენი ქომინითს მიერ. 

მცირე ხნის წინ გავაფართოვეთ სამოქმედო არეალი სოციალურ ქსელებში და ავამოქმედეთ ჩვენი Instagram-ექაუნთი, სადაც ჩვენი გუნდის წევრების უამრავ ფოტოსა და თავგადასავალს იხილავთ. 

პროექტი აგრძელებდა ეკოსისტემის განვითარებას გასულ კვარტალში. განახლებები ამგვარად გამოიყურება: 

Sphere by Horizen 1.2.0b - დაემატა batch split, batch withdraw, პრივატული გასაღების ბალანსის გასუფთავება და სარეზერვო ფრაზის გადახედვა; 

ნოუდების თრექინგის აუმჯობესებული ფუნქცია; 

A დონის რეტინგი Flipside Crypto-ს მიხედვით. 

გუნდის ახალი წევრები: 

Oleg Alesandrov; 

Aldo Antinori. 

სიახლეები ბირჟების კუთხით: 

ZEN დაინერგა ბირჟებზე - BW.com, ТОКОК, Fox.one. 

image.jpeg 

Horizen მსოფლიოში 

Horizen-ის გუნდმა მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში თვრამეტზე მეტი ღონისძება გამართა: 

Smart China Expo: Chongqing, ჩინეთი; 

Horizen Meetup: ელზასი, საფრანგეთი; 

ბლოკჩეინ UA: კიევი, უკრაინა; 

Horizen Meetup: კიევი, უკრაინა; 

Horizen Meetup: La Calmette, საფრანგეთი; 

Horizen Meetup: სტრასბურგი, საფრანგეთი; 

ბლოკჩეინ UA Hackathon: კიევი, უკრაინა; 

Industry 4.0 and Blockchain: თბილისი, საქართველო; 

Horizen and Binance Meetup: მონტერეი, მექსიკა; 

Startup Grind International Launch Party: თბილისი, საქართველო; 

OKEx Talks 2019: თბილისი, საქართველო; 

The Libra Effect: თბილისი, საქართველო; 

BIP001 კონფერენცია: ოდესა, უკრაინა; 

Blockchain Meetup: ოდესა, უკრაინა; 

Horizen Meetup: ლოს-ანჯელესი, აშშ; 

Crypto a la Calmette: Chemin de Saint-Chaptes, საფრანგეთი; 

სამიტი Blockchain LatAm: მეხიკო, მექსიკა; 

Horizen/Paytomat Meetup: Bamahu-Wa, განა. 

 

image.jpeg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.